ეროვნული ლიგის მე-13 ტურში მეტოქეებმა ერთმანეთს მხოლოდ 7 გოლი გაუტანეს (აქამდე ყველაზე მწირგოლიანი მესამე ტური გახლდათ – 8 გოლი). არადა, წინა, მე-12 ტურში უხვგოლიანობის რეკორდი დამყარდა – 25 .

სხვა ბათუმი

„საბურთალომ“ ლიდერ „ბათუმს“ რუსთავში, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრში უმასპინძლა, რადგან მის საშინაო არენაზე, „მიხეილ მესხზე“ 2023 წლის ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. May be an image of 2 people, people playing sports and outdoorsთუმცა მატჩის წინ საფეხბურთო კლუბმა „საბურთალომ“ ისეთი განცხადება გაავრცელა, როგორიც აქამდე არვის უნახავს და გაუგია: „საბურთალოსა და ბათუმის დინამოს მატჩი რუსთავში, სფფ-ს ტექნიკურ ცენტრში ჩატარდება. იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო დროს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში რამდენიმე არასასიამოვნო ფაქტი დაფიქსირდა, მატჩის უსაფრთხოდ ჩატარების მიზნით, შეხვედრაზე დაიშვებიან მხოლოდ აკრედიტირებული ჟურნალისტები და მცირე რაოდენობის საბურთალოსა და ბათუმის ქომაგები, რომლებიც ისარგებლებენ სპეციალურად დამზადებული მოსაწვევებით“, – წერია განცხადებაში. მართლაც აბსურდია, საკუთარ და სტუმარ მაყურებელს სტადიონზე არ უშვებდე იმ მიზეზით, რომ შეიძლება უსაფრთხოება ვერ დაიცვა…

თავად მატჩი კი საბურთალოელთა უპირატესობით წარიმართა და საგოლე მომენტებიც მასპინძლებმა მეტი შექმნეს. „ბათუმი“ თითქოს საკუთარ თავს არ ჰგავდა, აკი თქვა კიდეც შემდეგ მათმა მთავარმა მწვრთნელმა, გია გეგუჩაძემ, ცოტა არეული თამაში გამოვიდა. ფეხბურთის ხარისხით კმაყოფილი არც მე და არც ფეხბურთელები ვართო.

საქმეს ვერც მეორე ტაიმში მინდორზე გამოჩენილმა ლიდერებმა, ხვიჩა კვარცხელიამ და ზურიკო დავითაშვილმა უშველეს.

შედეგად, ბათუმელებმა ბოლო ოთხ შეხვედრაში მესამედ ითამაშეს ფრედ, თუმცა 10-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ და კვლავაც ერთპიროვნულად ლიდერობენ გათამაშების ცხრილს.

უსმანე

„დინამო“ „დილას“ ეწვია და უმნიშვნელოვანესი მატჩი მოუგო კონკურენტს. ერთადერთი ბურთი ყოფილმა „გორელმა“ უსმანე კამარამ გაიტანა. თბილისელებმა თამაშითაც აჯობეს მასპინძლებს და ლიდერ „ბათუმთან“ სხვაობა სამ ქულამდე შეამცირეს. „დილა“ კი მიმდინარე სეზონში საკუთარ მოედამზე პირველად დამარცხდა.

ყოჩაღი სამგურალი

„სამგურალმა“ ერთგვარად ისტორიული მატჩი ჩაატარა ბოლნისში. „სიონს“ 0:2 მოუგო და ცხრილში პირველად დადგა მესამე ადგილზე, ევროზონაში. საინტერესოა, რომ გიორგი მიქაძის შეგირდებმა ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგეს. ჯამში კი მათი წაუგებელი სერია 7 მატჩს ითვლის. სხვა „ტორპედო“ ისვ გუნდის ანალიტიკოსმა, თორნიკე შეყრილაძემ დამოძღვრა. ახალი მთავარი მწვრთნელის შესახებ კი ჯერ არაფერი ისმის. ქუთაისელებმა 6-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტეს. 0:3 დაამარცხეს აუტსაიდერი „ლოკომოტივი.“ გიორგი კუხიანიძემ კი დუბლი მიითვალა, რაც მე-14 ორგოლაა სეზონში.

„თელავმა“ კი „გაგრას“ 1:0 მოუგო ცხრილში ადგილი გაუცვალა. ახლა კახელები მეექვსე საფეხურზე დგანან, გაგრელები – მეშვიდეზე.

საბურთალო 0:0 ბათუმი

დილა 0:1 დინამო

0:1 კამარა (25)

სიონი 0:2 სამგურალი

0:1 ბურჯანაძე (10), 0:2 მაისაშვილი (64)

ლოკომოტივი 0:3 ტორპედო

0:1 კუხიანიძე (18), 0:2 ქიმაძე (21), 0:3 კუხიანიძე (69)

თელავი 1:0 გაგრა

1:0 გოშთელიანი (49)

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
ბათუმი18125148:1341
დინამო18105333:1535
სამგურალი1896328:1533
დილა18103522:1333
საბურთალო1875621:1826
თელავი1856719:17 21
ტორპედო1863916:2821
სიონი1855822:33 20
გაგრა18521118:3417
ლოკომოტივი18101715:563

მეგოლეები ჯოვინო ფლამარიონი (ბათუმი) – 9, ირაკლი სიხარულიძე (საბურთალო) – 8, ირაკლი ბიძინაშვილი (ბათუმი), ირაკლი რუხაძე (სამგურალი) – 5