„ბაიერნის“ ლეგენდა შტეფან ეფენბერგი საკუთარ მაისურას ჰყიდის, რათა უკრაინაში დაზარალებულ ადამიანებს დაეხმაროს…
ოღონდ ეფენბერგი არა „ბაიერნის“, არამედ „გლადბახის“ მაისურას ჰყიდის – კლუბისას, სადაც საკმაო ხანს თამაშობდა.
აუქციონი უკვე დაწყებულიცაა. მაისურას გლადბახელთა მაშინდელი ფეხბურთელების ავტოგრაფები ამშვენებს. სხვათა შორის, ამ ომის პერიოდში პირველად მოხდა, რომ უკრაინის ნაკრებმა ითამაშა. ეს იყო ამხანაგური და სწორედ „გლადბახთან“.
უკრაინელებმა 2:1 მოიგეს. შეხვედრა მიონხენგლადბახში გაიმართა და ბილეთებიდან შესული თანხაც უკრაინაში დაზარალებულებს მოხმარდება…
შტეფან ეფენბერგი 53 წლისაა. კარიერა 17 წლის წინ დაასრულა. მისი პიკი „ბაიერნში“ იყო, როცა გუნდმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ეს ოტმარ ჰიტცფელდის მწვრთნელობისას.