გამარჯვების დღე, გამარჯვების დღეა.
რაც არ უნდა მოხდეს, გამარჯვების დღე არასდროს გახუნდება.
სიხარულისა და შვების დიდი და საოცარი განცდა, ბედნიერებას ნიშნავს. ბედნიერება კი, თავისუფლებაა. 1981 წლის 13 მაისის ღამე დიდი თავისუფლების ღამე იყო. იმ ღამის მომსწრენი, ამას იოლად გაიხსენებენ.
გაიხსენებენ და გაიხარებენ კიდეც, რადგან ასეთი საბჭოთა თბილისში არც დაღამებულა და არც გათენებულა. თბილისის „დინამომ“ მაშინ ყველაფერს აჯობა, ისეთ რამეებსაც კი, რომელთა ჯობნაზეც გუნდს კი არა, არავის ეფიქრა. ფეხბურთი თამაშია, მაგრამ ზოგჯერ ისე გამოდის, რომ თამაში ყველაზე ნამდვილ რამედ იქცევა ხოლმე და სამყაროს მთავარ სიმებს შეეხება.
ჩვენთვის 13 მაისი ეგ იყო.
იყო კი არა, თუნდაც ასი და ათასი წელიწადი რომ გავიდეს, ასე იქნება.
დღეს, ის დღეა და ის ღამე.
დინამო – გულის ფიცარზე!
გაზეთი „სარბიელი“. 13.05 2021