ჟურნალმა Forbes-მა მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც პირველ ადგილზე „პარი სენ-ჟერმენისა“ და არგენტინის ნაკრების დიდვარსკვლავი ლიონელ მესია.
2021 წლის 1 მაისიდან 2022 წლის 1 მაისამდე ლეომ 130 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, საიდანაც 75 მილიონი ჯამაგირია, დანარჩენი კი სარეკლამო და სასპონსორო შემოსავლები.
მეორე ადგილზე „ლეიკერსის“ კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი გავიდა – 121,2 მილიონი დოლარით. მესამეზე კი „მანჩესტერ იუნაიტედის“ 115-მილიონდოლარიანი ასევე დიდივარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ.
ათეულში ოთხი კალათბურთელი, სამი ფეხბურთელი, ერთი მოკრივე, ერთი ჩოგბურთელი და ერთიც ამერიკული ფეხბურთის წარმომადგენელი მოხვდნენ.
- ლიონელ მესი (ფეხბურთი, პსჟ) – 130 მილიონი დოლარი
- ლებრონ ჯეიმსი (კალათბურთი, „ლეიკერსი“) – 121,2 მილიონი
- კრიშტიანუ რონალდუ (ფეხბურთი, მანჩესტერ იუნაიტედი) – 115 მილიონი.
- ნეიმარი (ფეხბურთი, პსჟ) – 95 მილიონი
- სტეფ კარი (კალათბურთი, „გოლდენ სტეიტი“) – 92,8 მილიონი
- კევინ დიურანტი (კალათბურთი, „ბრუკლინი“) – 92,1 მილიონი
- როჯერ ფედერერი (ჩოგბურთი) – 90,7 მილიონი
- საულ ალვარესი (კრივი) – 90 მილიონი
- ტომ ბრედი (ამერიკული ფეხბურთი, „ტამპა-ბეი“) – 83,9 მილიონი
- იანის ადეტოკუნბო (კალათბურთი, „მილუოკი“) – 80,9 მილიონი





