
ჩვენებმა ამჯერად ბერძნულ „ოლიმპიაკოსს“ 14:13 აჯობეს და ოთხეულში მოხვედრის შანსი გადაუწურეს.
მთელი მატჩის განმავლობაში „დინამო“ მუდმივად წინ იყო. ორი მეოთხედის შემდეგ ჩვენები სამი ბურთითაც იგებდნენ, მაგრამ ბერძნებმა მესამე პერიოდში სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანეს და მოგების შანსი შეინარჩუნეს.
თუმცა, „დინამომ“ ბოლო წამებზე მაინც მოახერხა და ბოლო რვაწუთეულს ორბურთიანი უპირატესობით შეხვდა.
„ოლიპიაკოსი“ ბევრს ცდილობდა მატჩის გადრჩენას, მაგრამ ჩვენებმა ამის საშუალება არ მისცეს.