„ვალენსიას” ფრანგი მცველი მუკტარ დიაკაბი კლუბიდან წასვლაზე ალაპარაკდა. „ლიონის” ყოფილ მოთამაშეს „მესტალიაზე” ხელშეკრულების თანახმად ერთი წელიწადი დარჩა. მიმდინარე სეზონში მან ლა ლიგის 19 შეხვედრაში ითამაშა.
25 წლის დიაკაბის გამოსასყიდი ფასი 7 მილიონი ევროა.
„მე და „ვალენსიას” წარმომადგენლები მალე ავწონ-დავწონით მდგომარეობას და მომავლის ამბავსაც გადავწყვეტთ, — უთხრა მცველმა „მუნდო დეპორტივოს”, — ოთხი წელიწადია რაც „მესტალიაზე” ვთამაშობ. ალბათ დროა სადმე სხვაგანაც მოვსინჯო ძალა. თუმცა, ვნახოთ.
მინდა ახალ ლიგებში მოვსინჯო თავი. მაგალითად, პრემიერლიგაში ან ბუნდესლიგაში”.
როგორც ესპანური პრესა წერს, „ჩეების” თავკაცი ხოსე ბორდალასი დიაკაბის ხელს არ შეუშლის. „ვალენსია” მომდევნო სეზონში ევროთასებზე ვერ გამოვა და კლუბი ახალი მოთამაშეების შესაძენად თანხის შეგროვებას ცდილობს, საამისოდ კი საუკეთესო საშუალება კი ძველების გაყიდვაა.