2017 წელს როდრიგო ახლოს იყო „ლივერპულში“ გადასვლასთან. ბიჭი იმ დროს ბრაზილიულ „სანტოსში“ თამაშობდა.იურგენ კლოპს ის Youtube-ში უნახავს და ბრაზილიაშიც ჩასულა მოსალაპარაკებლად. ამის შესახებ როდრიგოს აგენტი ნიკ არკური ჰყვება:
„როცა როდრიგო „სანტოსთან“ თავის პირველ კონტრაქტს აფორმებდა, „ლივერპულის“ დირექტორმა დამირეკა და მითხრა, რომ კლოპს აინტერესებდა ფეხბურთელი. კლოპს Youtube-ში ჩაუწერია „ბრაზილიელი ტალანტები“ და ინტერესიც აქედან წამოვიდა.
დამიკავშირდნენ, მე ჩავედი ინგლისში და „ლივერპულს“ გადავეცი „სანტოსის“ პრეზიდენტ მოდესტეს სატრანსფერო მოთხოვნები. ლივერპულელთა წინადადებაზე მოდესტემ უარი თქვა. ზოგადად, მას არ სურდა ტალანტის ასე უცებ გაყიდვა. თუმცა ერთი ნამდვილად შემიძლია ვთქვა: პირველი მსურველი „ლივერპული“ იყო“.
28 მაისს ჩემპიონთა ლიგის ფინალში როდრიგო „ლივერპულის“ წინააღმდეგ ითამაშებს.
რა ამბებიც დაატრიალა მან წლულს ჩემპიონთა ლიგაში, ყველამ იცის.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები16/06/2026 | 20:28ზირა, მონდორფი, ვირტუსი…
აქეთურ-იქითური07/06/2026 | 19:21ბეგის თასი მესამე პლატოს
მთავარი ამბავი06/06/2026 | 20:36როლან გაროსი ანდრეევამ მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 14:07ფავორიტები გავარდნენ
