მაგარი ამბავი მოხდა ინგლისის რანგით მეოთხე დივიზიონში. ბოლო ტურში…
ერთდროულად მიმდინარეობდა მესამე დივიზიონში გადამსვლელი გუნდების შეხვედრები: „ბრისტოლი“ ცალკე და „ნორთჰემპტონი“ ცალკე. პირველმა 7:0 მოიგო და ბურთებით გადაუსწრო „ნორთჰემპტონს“, რომელმაც თავის თამაშში 3:1 იმარჯვა.
ნახეთ, როგორ აღნიშნეს ზედა ლიგაში გადასვლა ბრისტოლელებმა. ამ გუნდს ყოფილი ხულიგანი ფეხხბურთელი ჯოი ბარტონი წვრთნის. ბარტონი „მანჩესტერ სიტიში“, „ნიუკასლში“, „ქუინზ პარკ რეინჯერსში“ და „მარსელში“ თამაშობდა. უცნაური გამოხდომები და უხეშობები იცოდა. აი, სამწვრთნელო კარიერაში კი პირველ წარმატებას მიაღწია.