The Egyptian star dislocated his shoulder after an arm-lock tackle from Sergio Ramos (left) - and clearly Salah, 29, feels he has unfinished business ahead of their titanic clash on May 28მოჰამედ სალაჰს შურისძიება სწყურია. წუხელ გაირკვა, რომ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ფინალი 2018 წლის გამეორება იქნება — „ლივერპული” „რეალს” შეხვდება — ეგვიპტელს კი მადრიდელებთან თავისი ანგარიში აქვს.

შეხვედრა 28 მაისს, პარიზში გაიმართება.

სალაჰმა თავის ტვიტერსა და ინსტაგრამზე დაწერა: „ჩვენ ანგარიში გვაქვს გასასწორებელი”!

მერსისაიდელთა თავდამსხმელს ინსტაგრამზე დაახლოებით 50 მილიონი გამომწერი ჰყავს. პოსტის დადებიდან 45 წუთში მას 700 000-ზე მეტი მოწონება ჰქონდა. ტვიტერის 16 მილიონი მიმდევრიდან კი ეგვიპტელის შემართება 125 ათასმა მოიწონა. გაზიარებების ანუ ტვიტერის ტერმინოლოგიით რე-ტვიტების რაოდნობამ 40 ათასს გადააჭარბა.

2018 წლის ფინალში სალაჰს პირველივე ტაიმში მოუხდა მოედნის დატოვება, რადგან ის მადრიდელთა მაშინდელმა მცველმა, ვარსკვლავმა და ლეგენდამ სერხიო რამოსმა „მტკივნეული ილეთით” წააქცია და მხარი ამოუგო. შეხვედრა „რეალმა” 3:1 მოიგო. მადრიდელთაგან გოლები გაიტანეს ქარიმ ბენზემამ და ორი გარეთ ბეილმა. ლივერპულელთაგან სადიო მანემ შეაგდო.

ვეტერანმა ფეხბურთელმა რიო ფერდინანდმა BT სპორტის ეთერში 29 წლის თავდამსხმელი შეაქო: „მისი განწყობა ძალიან მომწონს. ის თავდამსხმელია, წინა პლანზეა. ბევრი ფეხბურთელი გეტყვით „არ ვიცი”, „სულერთია”, „დარწმუნებული არ ვარ”… მას კი საქმე ბოლომდე აქვს მისაყვანი. მან სერხიო რამოსის ეპიზოდისთვის შური უნდა იძიოს; გულში ცეცხლი უნთია; უნდა რომ აჯობოს იმ გუნდს, რომელმაც ადრე მოუგო. წარმატებას ვუსურვებ”.

სალაჰმა ნახევარფინალში „ვილიარეალთან” გამარჯვების შემდეგ („რეალისა” და „მანჩესტერ სიტის” საპასუხო ნახევარფინალური შეხვედრის წინა დღეს) თქვა: „პირადად ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, მე მირჩევნია ფინალში „რეალი” გავიდეს. ჩვენ მათთან ფინალი წავაგეთ და მინდა, რომ ამჯერად სწორედ ის დავამარცხოთ”.