პარი სენ-ჟერმენის ვარსკვლავი ლეო მესი, რომელიც რამდენიმე დღის წინათ საფრანგეთის ჩემპიონი გახდა, მეუღლე ანტონელასთან ერთად ბარსელონაში ჩავიდა და საუკეთესო მეგობრის, ამჟამად მადრიდის „ატლეტიკოს“ ფორვარდ ლუის სუარესის რესტორან ჩალიტოში დრო გაატარა.
მესებთან ერთად სადილზე ლეოს ოდინდელი ბარსელონელი პარტნიორი სერხიო ბუსკეტსიც ბრძანდებოდა.
ბედნიერმა ანტონელამ რამდენიმე ფოტო გააზიარა ინსტაგრამში და დაწერა: „რა ძლიერ გვინდოდა ჩალიტოში ჩამოსვლა. ფანტასტიკურია. მიყვარხართ!“