Man City were coasting into the Champions League final until Rodrygo poked in in the 90th minuteექვსი წელია, რაც პეპ გვარდიოლა „მანჩესტერ სიტის” უდგას სათავეში და ამ ხნის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგას ხან ერთი დრამატული სცენარით გამოეთიშა, ხანაც მეორეთი, მაგრამ ასეთი მწარე ადრე არასდროს არაფერი მომხდარა.

Rodrygo then leapt highest one minute later to level the scores on aggregate and send the tie to extra-timeთამაში მთავრდებოდა, თან სად, „სანტიაგო ბერნაბეუზე”, სადაც ის ყოველთვის მოქიშპე და მოწინააღმდეგე იყო, როდესაც მისმა გუნდმა მიჯრით ორი გოლი გაუშვა — 90-ე და 91-ე წუთებზე. ორი შეხვედრის ჯამში დადგა ფრე — 5:5. დაინიშნა დამატებითი 30 წუთი, სადაც, „სანს” თუ დავესესხებით ბირთვული კატასტროფის საფეხბურთო ანალოგი მოხდა, „რეალმა” მესამე გაიტანა და გვარდიოლას „ქალაქელები” წლეულსაც ჩემპიონთა ლიგის გარეშე დატოვა.

ზემოთ, თამაშის მიწურულს გატანილი ორი გოლი რომ ვახსენეთ, ისინი როდრიგომ შეაგდო, დამატებითში კი ქარიმ ბენზემამ პენალტი დაარტყა.

ამრიგად, ფინალში ერთმანეთს „რეალი” და „ლივერპული” შეხვდებიან. „ლივერპული” მოგეხსენებათ მიმდინარე სეზონში ერთბაშად ოთხი ტიტულისთვის იბრძვის. „სიტის” შეეძლო წუხელ მისთვის ეს გეგმა ჩაეშალა, რასაც (და რაც მთავარია ფინალს) ორიოდ წუთი აშორებდა, მაგრამ ვერ შეძლო. ახლა, 28 მაისს, პარიზში კარლო ანჩელოტის იურგენ კლოპი დაუპირისპირდება.

Riyad Mahrez thought he had fired City into the final when he struck in the 73rd minuteზემოხსენებული „სანი” უფრო შორსაც მიდის და წერს, რომ თუ გუშინდელი ამბით დაზაფრული „სიტი” გონს დროულად ვერ მოეგება, შეიცლება პრემიერლიგის დარჩენილ 4 ტურშიც წაიფორხილოს და ამ სეზონში ტიტული საერთოდ ვერ მოიგოს. იქ ხომ რეალურად ქულის დაკარგვაც არ შეიძლება, „ლივერპული” კვლაში უდგას.

და ყველაფერი გვარდიოლას ბრალდება. ციტატა: „ჩემპიონთა ლიგიდან „სიტის” გავარდნა ხშირად გვარდიოლას ზედმეტად ჭკვიანური შეცვლების ბრალია. ეს ყველაზე აშკარად 2020 წელს „ლიონთან” და შარშან, ფინალში, „ჩელსისთან” გამოჩნდა. მანამდე, „ტოტენჰემთან” და „მონაკოსთან” იყო გოლთა ფესტივალები, რომელთა გამო გუნდი შინ მეტი გაშვებულის წესით გავარდა.

მაგრამ ის რაც ახლა მოხდა, ყველანაირი დახრჩობის დედა იყო”.

პირველი შეხვედრა ჯადოსნური გამოვიდა, ულამაზესი. ის „სიტის” გამარჯვებით 4:3 დასრულდა. ჩემპიონთა ლიგის ბოლო ეტაპებზე ასეთი ფეხბურთი „ახალი ნორმაა”, რადგან ადრე ფულის მკეთებელი, მდიდარი კლუბები ცდილობდნენ პრაგმატულად, მშრალად ეთამაშად. ექვსი წლის წინ, როდესაც „სიტი” „რეალს” ნახევარფინალში პირველად შეხვდა, გუნდების დაპირისპირება ორი მატჩის ჯამში დამთავრდა მადრიდელთა გამარჯვებით – 1:0. იმ შეხვედრებს ამასწინათ კევინ დე ბრუინი იგონებდა და თქვა, მოსაწყენი იყოო.

წუხანდელი შეხვედრა თავიდან მოსაწყენი არ იყო, მაგრამ მთელი 73 წუთის განმავლობაში „დამჯდარი” გახლდათ, გამორჩევით ემოციური ეპიზოდების გარეშე. როგორც ჩანს, მხარეები ყოველი შეცდომის ფასს აცნობიერებდნენ.

ესპანური მედია კი მატჩამდე, მთელი კვირის განმავლობაში „ბერნაბეუს” ფაქტორზე წერდა. „სიტი” მას ვერ გაუძლებსო. როგორც ჩანს, სიმართლისგან შორს არ იყო. მართალია, სარემონტო სამუშაოების გამო მადრიდის ლეგენდარული სტადიონის ტევადობა ამ ეტაპზე შემცირებულია, თუმცა იმდენი ხალხი კი ეტევა, რომ თამაშის წინ გვარდიოლას გვარის გამოცხადებაზე სტვენა და ღრიანცელი ამტყდარიყო.

სტადიონის და აურის გარდა, მადრიდელთა კიდევ ერთი კოზირი იყო ქარიმ ბენზემა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის წინა ოთხ შეხვედრაში ცხრა გოლი გაიტანა და შექმნა შთაბეჭდილება, რომ მიზანს არასდროს აცილებს. არადა, თამაში რომ დაიწყო, დანი კარვახალის კარგად ჩაწოდებული ბურთი თავით ააცილა.

თუმცა, ამ მიმოხილვაში შეხვედრის მსვლელობასა და დეტალებს არ აღვწერთ. მატჩი, სავარაუდოდ, ყველამ ნახა. ერთადერთი იმას ვიტყვით, რომ ანგარიში 73-ე წუთზე რიად მაჰრეზმა გახსნა და აი, ამის მერე გაჩაღდა სასეირო თამაში. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ბოლოს, შეცვლაზე შესული ჯეკ გრილიშის მიერ ხელიდან გაშვებული ორი მომენტი. ამ ორიდან ერთი მაინც რომ გაეტანა, დღეს ფინალისტი „სიტი” იქნებოდა, მაგრამ ბედმა სხვანაირად განსაჯა და 90-ე წუთიდან საქმეში როდრიგო ჩაერთო. შემდეგ, როდრიგოს ბენზემაც აჰყვა…