არსენ ვენგერმა მოჰამედ სალაჰსა და სადიო მანეზე ისაუბრა: აფრიკელები რომ არიან, მაინც სხვა ამტანობა აქვთო…
„შეხედეთ მათ, რა ამბებს სჩადიან. აფრიკის თასზე ითამაშეს, ფინალამდე მივიდნენ, მერე მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევშიც ბოლომდე მიჰყვნენ. და ამის შემდეგ როგორ მხნედ გამოიყურებიან, უბრალოდ წარმოუდგენელია.
…ევროპელები რომ ყოფილიყვნენ მათ ადგილზე, იწუწუნებდნენ, სალაჰსა და მანეს კი ხმა არ ამოუღიათ დაღლილობაზე“.
მართლაც, მჭიდრო კალენდარზე ვინ აღარ ლაპარაკობს და ვინ აღარ წერს (და საფუძვლიანადაც), მაგრამ „ლივერპულის“ აფრიკელები არ წუწუნებენ. ყოველ შემთხვევაში, პრესა-ტელევიზიის თვალწინ…