PSG's Leonardo on Zlatan Ibrahimović: “He tried to come back several  times.” | Get French Football News„მილანის“ 40 წლის შემტევმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, ჟურნალისტებთან გუნდის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა.

„გუნდი ძალიან ბევრს მუშაობს. საკმაო მსხვერპლის გაღება მოგვიხდა, ამ დონის მისაღწევად. სეზონის დასაწყისში ჩემპიონობა დავისახეთ მიზნად, რასაც ნაბიჯ-ნაბიჯ ვუახლოვდებით.

აქამდე ყველაფერი კარგად იყო. ცხადია, გვქონდა ჩავარდნები, მაგრამ სიძნელეები გადავლახეთ. ახლა ტრიუმფამდე ცოტაღა დაგვრჩა და მაქსიმალური მობილიზება გვმართებს. საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, ერთ კვირაში სიტუაცია შეიძლება აბსოლუტურად შეიცვალოს.

თუ ტიტულს ვერ მოვიგებთ, ძალიან ცუდი იქნება. რთულია როცა ამდენს მუშაობ და არ გიფასდება,“ – ამბობს ზლატანი.