თომას მიულერმა „ბაიერნთან“ კიდევ ორი წლით გაახანგრძლივა კონტრაქტი. ის ბავარიელთა რიგებში 2024 წლამდე დარჩება.

მიულერის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა კლუბის მმართველთა თავკაცმა, ოლივერ კანმა: „თომას მიულერი ის კაცია, რომელიც „ბაიერნის“ გერბს გულში ატარებს. ის აბსოლუტური მისაბაძი მაგალითია.

მემკვიდრეობითობა ყოველთვის ახასიათებდა „ბაიერნს“ და ძალიან გვიხარია, რომ ასეთ მნიშვნელოვან მოთამაშესთან ურთიერთობა გავიხანგრძლივეთ.

ის არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის იღებს ინიციატივას საკუთარ თავზე. გასახდელშიც პირველია თავისი განუმეორებელი, იუმორნარევი სტილით“, – დასძინა კანმა.

შეგახსენებთ, რომ მიულერი „ბაიერნის“ აღზრდილია.