კრისტიან პულიშიჩის მამამ ვაჟის დასაცავად ხმა აიმაღლა. მან დაიჩივლა, რომ მის შვილს „ჩელსიში” ხშირად არ ათამაშებენ.

Mark Pulisic expressed his disappointment with the situation that his son is facing at Chelseaამერიკელი დასავლეთ ლონდონელთა სასტარტო შემადგენლობაში უკვე ორი თვეა არ გამოჩენილა. კვირას, „ევერტონთანაც” სათადარიგო იყო და საქმეში გვიან ჩაერთო.

მარკ პულიშიჩმა თავისი გულისწყრომა ტვიტერით გამოხატა, თუმცა შემდეგ რაც დაწერა, წაშალა. არადა, ჩიოდა, რომ თომას ტუხელი მის ვაჟს უფრო ხშირად არ ათამაშებს და იმუქრებოდა, თუ ასე გაგრძელდება, ბიჭი იძულებული გახდება სხვა კლუბში გადავიდესო.

მამა-პულიშიჩი წერდა, რომ წინ დიდი ექვსი თვეა. რა ექვს თვეზეა ლაპარაკი? სავარაუდოდ, მსოფლიოს ჩემპიონატამდე დარჩენილ დროზე.

ამასთან, მარკ პულიშიჩი ადასტურებდა, რომ მის ბიჭს „ჩელსი”, თანაგუნდელები და ლონდონი უყვარს.

მიმდინარე სეზონში ტუხელმა პულიშიჩი სასტარტო შემადგენლობაში სულ 10 შეხვედრაში ათამაშა. კონტრაქტის თანახმად ამერიკელმა „სტემფორდ ბრიჯზე” კიდევ ორი წელიწადი უნდა გაატაროს.

კრისტიან პულიშიჩი „ჩელსიში” „დორტმუნდიდან” 2019 წელს გადავიდა და „ლურჯების” შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა. ფინალში („ჩელსიმ” 1:0 მოუგო „მანჩესტერ იუნაიტედს”) 66-ე წუთიდან ჩაერთო.  მას შეუძლია თავდამსხმელის უკან ორივე ფრთაზე თამაში; აქვს ფორვარდობის ნიჭიც. პრობლემა კი ის არის, რომ ტუხელი ხშირად სამი მცველით, გარემარბების გარეშე თამაშობს.

მიმდინარე სეზონში ლონდონელებს პრემიერლიგაში ოთხი თამაში დარჩათ. მათ სათამაშო აქვთ აგრეთვე ფეხბურთის ასოციაციის თასის ფინალი „ლივერპულთან”.