It means a lot for sure,' Nikoloz Basilashvili romps into Doha finalნიკოლოზ ბასილაშვილმა წინა კვირაში მიუნხენის ტურნირზე ტიტული ვერ დაიცვა და ბლომად ქულები დაკარგა.

შედეგად, ჩვენებური რეიტინგში დაქვეითდა ახლა 27-ე ჩოგანია. დანაკლისის ანაზღაურებას ბასილაშვილი მადრიდში შეეცდება, რომლის პირველ წრე უკვე დაძლია. საქართველოს პირველმა ჩოგანმა იტალიელ ფაბიო ფონინის ორ სეტში – 7:5; 6:4 მოუგო.

მატჩი საათსა და 21 წუთს გაგრძელდა. ორივე ჩოგბურთელი ბლომად შეცდომებს უშვებდა. მხოლოდ პირველ სეტში ჩოგბურთელებმა ხუთი ბრეიკი გაახერხეს. აქედან სამი ბასილაშვილის იყო და სეტიც აიღო.

ჩოგბურთელებმა ბრეიკები მეორე სეტის დასაწყისშიც გაცვალეს, მეხუთე გეიმში ნიკამ კიდევ ერთხელ იმძლავრა და მეტოქეს მატჩის მოსაგები ჩაწოდება აართვა.

მადრიდის ღია ტურნირზე ნიკას მომდევნო მეტოქე, მსოფლიო რეიტინგის მე-9 ნომერი კარლოს ალკარასი იქნება.