Guardiola: In prehistoric times and today, it's very difficult to attack a  5-5 | Marca„სანმა” ექსკლუზიურად შეიტყო, რომ პეპ გვარდიოლა პრინციპში დათანხმდა „მანჩესტერ სიტის” დირექტორატს და 2025 წლამდე აპირებს „ეტიჰედზე” დარჩენას. რაკი ეს ასეა, ნორვეგიელი თავდამსხმელი ერლინგ ჰოლანდიც, სავარაუდოდ, სწორედ „სიტიში” გადავა და არა „რეალში”.

კატალონიელი მწვრთნელის მოქმედ კონტრაქტს ვადა ერთი წლის შემდეგ ეწურება. როგორც გაზეთმა შეიტყო, ის და „სიტის” შეფები სიტყვიერად შეთანხმებულან, რომ თუ კონტრაქტს კიდევ ორი წლით გაახანგრძლივებენ, ხელშეკრულებაში ჩაიწერება პუნქტი მესამე, დამატებითი წლის შესახებაც. ანუ, 2023-დან ორი წელიწადი რომ გავა, მხარეები დასხდებიან და განიხილავენ საკითხს, შეწყვიტონ თანამშრომლობა თუ გვარდიოლა „ეტიჰედზე” ერთ წელიწადსაც გაჩერდება. ამრიგად, არ არის გამორიცხული, რომ „ბარსელონას” და „ბაიერნის” ყოფილი თავკაცი „ქალაქელებთან” 2026 წლამდე დარჩეს. თუ ასე მოხდება, გვარდიოლას „მანჩესტერ სიტიში” ზუსტად ათი წელიწადი გამოუვა ნამსახურები.

საინტერესო დამთხვევაა: გვარდიოლამ ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე თანხმობა მას მერე განაცხადა, რაც ცნობილი გახდა, რომ იურგენ კლოპი „ლივერპულში” 2026 წლამდე რჩება.

ნათქვამიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ „ეტიჰედზე” დირექტორებს გვარდიოლასი ეიმედებათ და მისი წასვლა-დარჩენა წლეულს ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე არ არის დამოკიდებული.