No description available.No description available.აურზაური სალხინეთში

შფოთიანი გამოდგა მეორე წრის დასაწყისი. ქუთაისში გამართული ქართული კლასიკო სავსე ტრიბუნებით, კარგი თამაშითა და ცუდი დასასრულით დაგვამახსოვრდა. სტუმარი დინამოელები 2:1 იგებდნენ, უკვე დამატებული წუთები მიმდინარეონდა, როცა ჯერ ტრიბუბენზე ატყტდა ჩოჩქოლი, მოედანზე სხვადასხვა ნივთები გადმოცვივდა, შემდეგ კი მინდორზე მოწინააღმდეგე ფეხბურთელები ერთმანეთს დაერივნენ… მაყურებლებიც გადავიდნენ… მოკლედ, ერთი ამბავი იყო. ბოლოს სამართალდამცავთა ჩარევის შემდეგ, სიტუაცია დაწყნარდა. რამდენიმე წუთი კიდევ რჩებოდა სათამაშო, მაგრამ მსაჯებმა მატჩი შეწყვიტეს.

კლასიკოში უარესებიც გვინახავს, მაგრამ ასეთი ეპიზოდები ჩვენს ჩემპიონატს ნამდვილად არ ალამაზებს.

მალევე სფფ-ის განცხადება გავრცელდა: „მატჩის ოფიციალურმა პირებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ქუთაისის „ტორპედოსა“ და „დინამო“ თბილისის შეხვედრა არ გაგრძელებულიყო. აღნიშნული ინციდენტი, სფფ-ის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველ კომიტეტს გადაეცემა,“ – წერია განცხადებაში.

საბა ხომ იქ არის…

მოუხდა „გაგრას“ საბა კვირკველიას ფეხი. ისე მოხდა, რომ გაგა კირკიტაძის შეგირდებს ზედიზედ მოუწიათ ფავორიტებთან გაჯიბრება და ბათუმში ნაწვნევი მარცხის შემდეგ (2:5), მიჯრით მოუგეს ჯერ „დინამოს“ (1:0) შემდეგ კი „დილას“ (1:0).

მომდევნო ტურში, 3 მაისს, ისინი კიდევ ერთ მძიმეწონოსან „საბურთალოს“ შეერკინებიან, ოღონდ სტუმრად. ვნახოთ, რა გამოვა.

შეიძლება იყოს 4 ადამიანი, ადამიანები სპორტით არიან დაკავებული და შენობის გარეთ-(ი)ს გამოსახულებაბათუმმა წაიფორხილა

მცირე ინციდემტი მოხდა ბოლნისიშიც, სადაც „სიონი“ „ბათუმს“ მასპინძლობდა. ერთ ეპიზოდში ერთმანეთს გუგა ფალავადიშვილი და ლუკა ხორხელი წაეკიდნენ. ამბავი ხორხელის უხეშობას მოჰყვა, მერე საქმეში ორივე გუნდის მწვრთნელ-ფეხბურთელები ჩაერივნენ, თუმც მალევე დაშოშმინდნენ.

„ბათუმმა“ ხუთმატჩიანი მოგებების სერია შეწყვიტა. თუმც, უშუალო მდევარ „დილას“ უკვე 4 ქულით გაუსწრო, რადგან გორელებმა მოულოდნელად „გაგრასთან“ წააგეს (0:1).

პირველ ტაიმში სტუმარი ბათუმელები დომინირებდნენ, იგებდნენ კიდეც ფალავადიშვილის გოლით, მაგრამ მცირე ტრავმების გამო ლიდერები, ჯოვინო ფლამარიონი და ხვიჩა კვარაცხელია შესაცვლელნი გახდნენ და შესვებენის შემდეგ, მასპინძლებმა იძალეს.

ბოლნისელთა მოძალეობა უფრო ზღვისპირელთა პასიურობის ბრალი იყო. თითქოს თამაში აღარ უნდათო. საქმეს ვერც გია გეგუჩაძის მიერ ფეხბუთელების გამოსაფხიზლებლად 69-ე წუთზე გაკეთებულმა სამმაგმა ცვლილებამ უშველა. შეცდომებსაც უმატეს და დაისაჯნენ კიდეც. 82 – ზე თომა ტაბატაძემ გამათანაბრებელი გაიტანა.

შეიძლება იყოს 15 ადამიანი, მდგომარე ადამიანები და შენობის გარეთ-(ი)ს გამოსახულებასხვა

„საბურთალო“ ვახსენეთ და, ლევან კორღალიძის ბიჭები ბოლოსკენ გატყდნენ კერკეტ „სამგურალთან“ – 0:3.

მასპინძელმა წყალტუბოელებმა ბოლო 15 წუთში გაიტანეს სამივე გოლი. თუმც შეხვედრის დებიუტშივე, მე-6 წუთზე, სტუმარ ირაკლი სიხარულიძეს თერთმეტმეტრიანი რომ გამოეყენებინა, ვინ იცის, რა მოხდებოდა.

„თელავმა“ კი 5:0 მოუგო „ლოკომოტივს“ და ისტორიაში კიდევ ერთი ლამაზი ფურცელი ჩაიწერა. ეგ არის, ეს წარმატება „რკინიგზელებთან“ მოხდა. გუნდთან, რომელმაც ათი მატჩიდან ათივე წააგო.

სამგურალი 3:0 საბურთალო

1:0 დოლიძე (75), 2:0 ჩიხლაძე (89), 3:0 ქურდაძე (90)

მე-6 წუთზე სიხარულიძემ ვერ გაიტანა პენალტი

სიონი 1:1 ბათუმი

0:1 ბიძინაშვილი (4), 1:1 თომა ტაბატაძე (82)

 გაგრა 1:0 დილა

1:0 კვირკვია (68)

თელავი 5:0 ლოკომოტივი

1:0. 2:0 აშორტია (6, 14), 3:0 გოშთელიანი (21), 4:0 მახარბლიძე (39), 5:0 კოპალიანი (78 საკ. კარში)

ტორპედო – დინამო (1:2 შეწყდა)

0:1 გაბედავა (30), 0:2 კირკიტაძე (83), 1:2 ბუღრიძე (89)

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
დინამო35238471:2877
ბათუმი35237585:32 76
სამგურალი351512855:4157
დილა351681145:3556
ტორპედო351581246:4653
საბურთალო351381451:4847
თელავი357171328:3636
გაგრა35991735:5536
სიონი357121633:5833
ლოკომოტივი35152926:968

მეგოლეები: ჯოვინო ფლამარიონი (ბათუმი) – 9, ირაკლი სიხარულიძე (საბურთალო) – 6, ირაკლი ბიძინაშვილი (ბათუმი) – 5, დემურ ჩიხლაძე (სამგურალი), მათე ვაწაძე (გაგრა) – 4