ეს ნიკო შლოტერბეკია. „ფრაიბურგის“ ცენტრალური მცველი, რომელიც ბრწყინვალე სეზონს ატარებს. და „ფრაიბურგი“ რომ ასე ზემოთ არის ცხრილში და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის, დიდწილად სწორედ შლოტერბეკის დამსახურებაა.

22 წლისაა, გერმანიის ნაკრებში გამოიძახეს. ახლა კი გაირკვა, რომ შლოტერბეკი „დორტმუნდში“ გადადის. ფეხბურთელმა „ბაიერნს“ ვესტფალიის კლუბი არჩია და მიზეზი ნათელია: სათამაშო პრაქტიკა.

გერმანელები ამბობენ, რომ ნიკომ მეტ ხელფასზე უარი თქვა. 6 მილიონი ევრო წელიწადში – ეს იქნება შლოტერბეკის ხელფასი.

No description available.