გავრცელებული ცნობებით, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი თემურ ქეცბაია, შესაძლოა, ინგლისური „უოტფორდის“ თავკაცი გახდეს.
მიმდინარე სეზონში „უოტფორდს“ აღარაფერი უშველის და პრემიერლიგიდან დაქვეითდება. შედეგად, მომავალ სეზონს ჩემპიონშიფში დაიწყებს. გუნდის მფლობელებს კი ეს ნამდვილად არ მოსწონთ.
„უოტფორდმა“ სახელი იმითიც გათქვა, რომ ბოლო სამ წელიწადში ექვსი მწვრთნელი გამოიცვალა. მათ შორის ჩისკო მუნიოსი, თბილისის „დინამოს“ ყოფილი მწვრთნელი.
ახლაც სამი კანდიდატი ჰყავთ: ესპანელი დიეგო მარტინესი; იტალიელი ფაბიო კანავარო; ქართველი თემურ ქეცბაია.
„ერთ-ერთი კანდიდატი ქართველი თემურ ქეცბაია. „ნიუკასლის“ ყოფილი ფეხბურთელი ამჟამად ფამაგუსტას „ანორთოსისს“ წვრთნის. მას მერე, რაც საჭირო გამოცდილება მიიღო, დიდი სურვილი აქვს ძალები ინგლისში სცადოს. ამის შესახებ მასთან დაახლოებული წყარო იტყობინება. ქეცბაიას საბერძნეთში „ოლიმპიაკოსსა“ და აეკ-ში უმუშავია, ხელმძღვანელობდა საქართველოს ნაკრებსაც, მაგრამ ყველაზე დიდ წარმატებას კვიპროსზე მიაღწია. ქეცბაიამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „ანორთოზისი“ ათამაშა. ეს კვიპროსული ფეხბურთის ისტორიაში უნიკალური მოვლენა იყო. როგორც ირკვევა, „უოტფორდში“ ქართველი სპეციალისტის კანდიდატურას იგივე სკაუტები ლობირებენ, რომელთაც თავის დროზე გუნდში ჩისკო მუნიოსი მიიყვანეს“, – წერენ ბრიტანელები.