პრემიერლიგურ „კარდიფსა“ და საფრანგეთის ლიგა 1-ის „ნანტს“ შორის სასამართლო დავა გრძელდება.
შეგახსენებთ, რომ უნდა დადგინდეს, „კარდიფს“ „ნანტისგან“ აწ უკვე დაღუპული ფეხბურთელის სანაცვლო სატრანსფერო თანხა ერგება თუ არა. საუბარია 15 მილიონი გირვანქაზე.
აი, „კარდიფს“ კი მადა უფრო გაეხსნა და ფრანგებისგან 80 მილიონს ითხოვს.
უელსურმა კლუბმა სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
შეგახსენებთ, რომ სალა 2019 წლის იანვარში ავიაკატასტროფაში დაიღუპა.
უელსელთა მაშინდელი თავკაცის, ნილ უორნოკის თქმით, სალას ტრაგედია რომ არ მომხდარიყო, მისი გოლების დახმარებით, კლუბი პრემიერ ლიგიდან არ გავარდებოდა.
ბრიტანული მედიის ცნობით, „კარდიფი“ სწორედ იმ თანხას ითხოვს, რომელიც პრემიერლიგაში დარჩენის შემთხვევაში, სატელევიზიო უფლებებისგან, რეკლამებისგან და სპონსორებისგან უნდა მიეღო.
მეტიც, უელსელები პირდაპირ ბრალდებაზე მიდიან და სალას გარდაცვალებაში „ნანტს“ ადანაშაულებენ, რადგან ფეხბურთელის აგენტმა უილი მაკკეიმ ფრენის ორგანიზება ფრანგული კლუბის დახმარებით მოახერხა.
საიქიოში მაინც მოასვენეთ…