Pep Guardiola, Manager of Manchester City controls the ball as Raheem Sterling of Manchester City looks on during the Manchester City Training...დღეს, „მანჩესტერ სიტი” „რეალს” მასპინძლობს. ეს არის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი. „ეტიჰედზე” ევროპული ფეხბურთის ორი გიგანტის საინტერესო ბრძოლაა მოსალოდნელი.

„რეალმა” მერვედფინალში „პარი სენ ჟერმენი” გამოთიშა შეჯიბრებას, მეოთხედფინალში — „ჩელსი”. ორივე დაპირისპირება დრამატული იყო. „სიტიმ” კი ჯერ „სპორტინგის” ბარიერი გაიარა, ხოლო შემდეგ „ატლეტიკოს” აჯობა. მძიმე თამაშები ჰქონდა.

„სიტი” და „რეალი” ბოლოს ერთმანეთს 2020 წელს, პანდემიის გამო სახეცვლილ ლიგაში, ლისაბონში, ფაქტობრივად ტურნირზე შეხვდნენ ერთმანეთს („სიტიმ” მოიგო 2:1), თუმცა მას მერე ორივე კლუბში ბევრი რამ შეიცვალა.

მანკუნიანელთა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ „მარკასთან” ინტერვიუში თქვა:

„2020 წელს თანაბარი თამაში იყო, რომლის შედეგიც დეტალებმა გადაწყვიტა. რაც შეეხება დღევანდელ „რეალს”, ბოლო შეხვედრებში ყველაზე მეტად თვალში გუნდის მტკიცე ხასიათი მომხვდა. ამ გუნდის ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ 0:3 ჩამორჩენის სირთულეებს არ უშენდება. მას ჰყავს ფეხბურთელები, რომლებიც ასეთ დროს ხელს წევენ და ამბობენ: მე აქ ვარ! როდესაც „რეალი” 0:3-ს აგებს, მას ბურთის თამაშის არ ეშინია. სხვებს ეშინიათ, მათ — არა. ლუკა მოდრიჩი, ტონი კროოსი, დანი კარვახალი, დავიდ ალაბა და ქარიმ ბენზემა პირიქით, ბურთს ითხოვენ.

თუ მათ ისტორიას ვეთამაშებით, შანსი არ გვექნება. ამ მხრივ ისინი გვჯობიან. მაგრამ, ჩვენ გვაქვს დიდი სურვილი მათ შევეჯიბროთ. ეს სერიოზული გამოწვევაა.

როდესაც მეტოქე შემოგვიტევს ყველას ერთად მოგვიწევს თავის დაცვა და როდესაც ბურთი ჩვენ გვექნება, ყველას ერთად მოგვიწევს შეტევა. ყველაფერი ზუსტად ისე უნდა იყოს, როგორც „ბაიერნის” და „ბარსელონას” შემთხვევაში იქნებოდა. ეს ორი კლუბიც ბევრჯერ ყოფილა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში. ახლა ჩვენც აქ მოვედით”.