ფრენკ ლემპარდმა მსაჯებს წაჰკბინა. ეს „ლივერპული“ – „ევერტონის“ მატჩის შემდეგ. დერბი ფავორიტებმა მოიგეს – 2:0, ლემპარდმა კი საეჭვო ეპიზოდები ახსენა:

„ვფიქრობ, „ლივერპულის“ კარში ორჯერ უნდა დაენიშნათ პენალტი, მაგრამ „ენფილდზე“ მსაჯები ამას არცთუ ხშირად აკეთებენ. ფაქტი ისაა, რომ გორდონზე კონტაქტი იყო. „ლივერპულის“ ფანებმა გორდონს უსტვინეს, რაც სიგიჟეა. ეტყობა, მსაჯიც გავლენის ქვეშ მოექცა.

…ჩემი აზრით, მოჰამედ სალაჰზე რომ ასეთი სიტუაცია ყოფილიყო მოედნის მეორე მხარეს, პენალტს დანიშნავდნენ.

…კონფლიქტი არ მინდა, უბრალოდ მგონია, რომ ეს ფეხბურთის რეალობაა. მეც ტოპ-კლუბში ვთამაშობდი, რომლის უკან ძალა იდგა და შესაძლოა, მეც მეტ სარგებელს ვიღებდი, ვიდრე სხვა“.

Referee chief issues apology to Everton over VAR penalty error vs Man City - Manchester Evening News