საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა 2022 წლის II დივიზიონის B ჯგუფის მეორე მატჩი ისლანდიასთან 2:5 წააგო და, ფაქტობრივად, ზედა ჯგუფში გადასვლის შანსი დაჰკარგა.
რეიკიავიკში მიმდინარე ჯგუფურ ეტაპზე როლანდ სვანიძის გუნდის უმთავრესი მეტოქე სწორედ ისლანდია იყო. მასპინძელი გუნდი ტურნირისთვის უკეთესი მომზადებული აღმოჩნდა და, დიდი ალბათობით, A ჯგუფში თამაშის უფლებას მოიპოვებს.
ჩვენები, ასევე დიდი ალბათობით, მეორე ადგილზე დარჩებიან, მექსიკისა და ბულგარეთის გუნდებს უნდა მოუგონ. თუმცა, ვნახოთ, რა მოხდება…