„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ახლა უკვე ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ახალი სეზონიდან გუნდს „აიაქსის“ ამჟამინდელი თავკაცი ერიკ ტენ ჰაგი გაუძღვება.

ნიდერლანდელ სპეციალისტთან ინგლისელები კონტრაქტს 2025 წლამდე გააფორმებენ  გაგრძელების პერსპექტივით.

63 წლის რალფ რანგნიკი, რომელიც მანჩესტერელებს დეკემბრის აქით წვრთნის ახალი სეზონიდან კლუბის სპორტული დირექტორის პოსტზე გადაინაცვლებს.

„სასიამოვნოა, რომ უკვე ყველაფერი ოფიციალურად გაცხადდა და „მანჩესტერმა“ ჩემი დანიშვნის შესახებ გამოაცხადა, თუმც სადღეისოდ მხოლოდ ერთი საფიქრალი მაქვს – სეზონის ბოლო ხუთი მატჩი, რომლებიც წარმატებით უნდა ჩავატაროთ და „აიაქსი“ იმ ადგილას დავამკვიდროთ, სადაც მისი ადგილია – ნიდერლანდების ჩემპიონატის სათავეში და ჩემპიონთა ლიგაში“, – „მანჩესტერის“ განცხადებას ამ სიტყვებით უპაუხა ერიკ ტენ ჰაგმა, ვინც ამსტერდამის „აიაქსის“ მწვრთნელად 4.5 წელიწადია მუშაობს.