Макрон и Саркози просили Мбаппе продлить контракт с ПСЖ ᐉ UA-Футболსაფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს სურს, რომ კილიან მბაპე პსჟ-ში დარჩეს.

ცნობილია, რომ მაკრონი მბაპეს დიდი გულშემატკივარია და ისედაც სურს, რომ ლიგა 1 უფრო და უფრო პრესტიჟული გახდეს, ასეთი ვარსკვლავები რომ უცხოეთში არ წავიდნენ.

ამასთან, მაკრონი კლუბებში „მარსელის“ ქომაგი ყოფილა.

„სამწუხაროდ, მბაპეს „მარსელში“ გადასვლა არც განიხილება. ამის შანსი რომ არსებობდეს, გავიბრძოლებდი, მაგრამ მბაპეს ადრე ვუთხარი და სწრაფადვე მითხრა უარი. ახლა კი ძალიან მინდა, რომ მბაპე საფრანეთიდან არ წავიდეს. ის ბრწყინვალე ფეხბურთელია“.

როგორც იცით, მბაპეს მადრიდის „რეალი“ ეპატიჟება და ამ შესაძლო ტრანსფერზე უკვე 3 წელიწადია ლაპარაკობენ.