პოლ სკოულზი » MANUTD.GE - მანჩესტერ იუნაიტედის მხარდამჭერები საქართველოში„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ვარსკვლავმა, პოლ სქოულზმა, პრემიერლიგის 30-ე ტურის მატჩში მისი გუნდის „ლივერპულთან“ განადგურების შემდეგ (0:4), ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.

„ადრე ვბრაზდებოდი, ახლა აღარ. უბრალოდ „მანჩესტერის“ თამაშის ცქერა სევდიანი და უსიამოვნოა. მეცოდება გუნდი.

მინდა ცოტა მონდომება მაინც დავინახო. მგონი „იუნაიტედის“ ფეხბურთელები უკვე სეზონის დასასრულს ელოდებიან. უნდათ, რაც შეიძლება მალე დამთავრდეს ეს გაუგებრობა. მაგრამ პრემიერლიგაში ვერავის მოატყუებ. არ შეიძლება „ენფილდზე“ ჩახვიდე და ასე უსახურად ითამაშო.

კლუბის ქომაგებმა დიდი გზა გამოიარეს ლივერპულში ჩასასვლელად. მათი გულისთვის მაინც მოინდომეთ. სირცხვილია. საზიზღრობაა თქვენი თამაშის ცქერა“, – თქვა სქოულზმა.

მართალია…