მხიარული ტური გამოდგა – მერვე. ჯამში 16 ბურთი გავიდა, ისევე, როგორც წინა – მეშვიდეში. საუკეთესო კი ამ მხრივ მე-4 ტურია, როცა გუნდებმა ერთმანეთს 19 გოლი გაუტანეს.

შესრულდა სამი დუბლი, რაც მიმდინარე სეზონში სარეკორდო მაჩვენებელია.

ხვიჩა, ზურიკო, ჯოვინო

შეიძლება იყოს 2 ადამიანი, ადამიანები სპორტით არიან დაკავებული და შენობის გარეთ-(ი)ს გამოსახულებახვიჩა კვარაცხელიამ ეროვნულ ჩემპიონატში თავისი გოლების ანგარიში გახსნა. ორჯერ გაუტანა „გაგრას“და ერთიც საგოლე პასი მიითვალა. ხვიჩას გოლები მართლაც შედევრები გახლდათ, განსაკუთრებით მეორე. ასეთი ფეხბურთელის ეროვნულ ლიგაში ყოფნა დიდი ფუფუნებაა. სხვა გაქანება, სხვა კლასია.

საერთოდ „ბათუმი“ – „გაგრას“ პირველი ტაიმი ალბათ არამარტო ამ სეზონის, არამედ  საუკეთესო იყო ქართული ჩემპიონატების ბოლოდროინდელ ისტორიაში.

ხვიჩას გარდა დუბლი მიითვალა ჯოვინო ფლამარიონმა. მისი მეორე გოლი, ჯამში მე-100 აღმოჩდა მიმდინარე სეზონში. ეს ბრაზილიელის უკვე მეორე დუბლია წლეულს.

ზღვისპირელთა რიგებში დებიუტი ჰქონდა საქართველოს ნაკრების კიდევ ერთ ფეხბურთელს – ზურიკო დავითაშვილს. მან ირაკლი ბიძინაშვილი შეცვალა და მინდორზე 26 წუთს დაჰყო.

ძალიან ლამაზი იყო სერბი მილან რადინის გოლიც. ორი საგოლე გადაცემა მიითვალა სანდრო ალთუნაშვილმა.

5:2 და „ბათუმი“ კვლავაც ერთპიროვნულად ლიდერობს გათამაშების ცხრილს.

ირაკლი

ტურის მესამე დუბლი საბურთალოელმა ირაკლი სიხარულიძემ შეასრულა ყოფილ კლუბ „ლოკომოტივთან“ მატჩში. ფლამარიონის არ იყოს, ეს ირაკლის მეორე ორგოლაა მიმდინარე სეზონში.

„რკინიგზელებმა“ კი ზედიზედ მერვე თამაში წააგეს…

ღირსეული მდევარი

„დილამ“ ბოლოსკენ გატეხა კერკეტი „თელავი,“ თუმცა თავიდან აგებდა. სტუმრები ზურაბ თევზაძემ დააწინაურა. მერე კი გორელი ლეგიონერების ჯერი დადგა: ჯერ ბრაზილიელმა ვაგნერ გონსალვესემა გაათანაბრა, შემდეგ კი მალაველმა ფრანცისკო მადინგამ გაიტანა გამარჯვებისა.

ბათუმელების შემდეგ, „დილა“ ამჟამად ყველაზე მოწიფულ ფეხბურთს აჩვენებს და დამსახურებულად დგას მეორე ადგილზე, მხოლოდ ქულით ჩამიორჩება ლიდერს. ეგეც რომ არ იყოს, „დილა“ ერთადერთი გუნდია, ვინც წლეულს „ბათუმის“ დამარცხება შეძლო.

დინამო ძიებაში

თბილისის „დინამომ“ ჯერაც ვერ იპოვა თავისი თამაში. ამიტომაცაა, რომ შედარებით კარგ მატჩებს უსახურები მოსდევს. ამჯერად ვერც წყალტუბოელების კარს მოუძებნეს გასაღები და უგოლოდ დაშორდნენ.

ჩანს, „სამგურალი“ მათთვის უხერხულ მეტოქედ გადაიქცა. თავად განსაჯეთ: იმერლები შარშან დაბრუნდნენ ელიტაში. მას შემდეგ  „დინამოს“ ხუთჯერ ეთამაშნენ და არცერთხელ დამარცხებულან, ორჯერ მოუგეს და სამი მატჩი ფრედ დაამთავრეს (1:1, 2:0, 2:1, 2:2, 0:0).

სიონი 1:1 ტორპედო

1:0 ნიკა ხორხელი (8), 1:1 კილასონია (43 საკ. კარში)

დინამო 0:0 სამგურალი

დილა 2:1 თელავი

0:1 თევზაძე (62), 1:1 ვაგნერ გონსალვესი (64), 2:1 მადინგა (85)

ბათუმი 5:2 გაგრა

1:0 ფლამარიონი (4), 2:0 კვარაცხელია (7) 2:1 შონია (10), 3:1 კვარაცხელია (26), 4:1 ფლამარიონი (62), 42 ბუხაიძე (80), 5:2 რადინი (85)

საბურთალო 3:1 ლოკომოტივი

1:0 ანდრონიკაშვილი (5 საკ. კარში), 2:0 სიხარულიძე (61), 2:1 დარცმელია (68), 3:1 სიხარულიძე (90+5)

85-ე წუთზე ტაბატაძემ (საბურთალო) ვერ გაიტანა პენალტი

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
დინამო35238471:2877
ბათუმი35237585:32 76
სამგურალი351512855:4157
დილა351681145:3556
ტორპედო351581246:4653
საბურთალო351381451:4847
თელავი357171328:3636
გაგრა35991735:5536
სიონი357121633:5833
ლოკომოტივი35152926:968

მეგოლეები: ჯოვინო ფლამარიონი (ბათუმი) -7, ირაკლი სიხარულიძე (საბურთალო) – 6, ირაკლი ბიძინაშვილი (ბათუმი), მათე ვაწაძე (გაგრა) – 4