„მანჩესტერ იუნაიტედის“ შემტევი, 37 წლის კრიშტიანუ რონალდუ ფეხბურთის ისტორიაში 36 წელს გადაცილებული პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც პრემიერლიგაში 15 გოლის გატანა შეძლო. რონალდუმ ბოლო ტურში „ნორვიჩს“ სამი გოლი შეუგდო, სულ კი, ამ შედეგის დასაფიქსირებლად 26 მატჩი დასჭირდა.

გარდა ამისა, რონალდუ გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც 21-ე საუკუნეში ევროპის ტოპ 5 ლიგის კლუბების ოფიციალურ მატჩებში 50 ჰეთ-თრიკი შეასრულა. კრიშტიანუმ 44 ჰეთ თრიკი მადრიდის „რეალში“ (34 ჩემპიონატში, 7 ჩემპიონთა ლიგაში, 2 სამეფო თასზე და 1 საკლუბო ჩემპიონატში) შეასრულა, 3-3 კი „იუვენტუსსა“ (2 სერია ა-ში, 1 ჩემპიონთა ლიგაში) და „მანჩესტერში“ (ყველა პრემიერლიგაში).

Cristiano Ronaldo completes hat-trick to spare Manchester United's blushes vs  Norwich | Marca