კოლუმბია თავის ფეხბურთის ლეგენდას, ფრედი რინკონს ემშვიდობება. ის გასულ კვირას ავტოავარიაში მოჰყვა და სამი დღის შემდეგ გარდაიცვალა. მისი მანქანა ავტობუსს შეეჯახა ქალაქ კალიში.

რინკონის ცხედარი „სტადიონ პასკუალ გერეროზე“ დაასვენეს. უამრავი ადამიანი მივიდა 55 წლის ლეგენდასთან გამოსამშვიდობებლად. ბევრი იყო პატივცემული და ცნობილიც. მაგალითად, კოლუმბიის ნაკრების ყიფილი დამრიგებლები, ხუან კარლოს ოსორიო და ფრანსისკო მატურანა, ასევე  ეროვნული გუნდის ოდინდელი ქარიზმატული მეკარე რენე იგიტა.

მადრიდის „რეალის“ ყოფილი ვარსკვლავი კოლუმბიაში ძალიან უყვარდათ. ეროვნულ გუნდში ის 1990-2001 წლებში თამაშობდა და ერთ ხანს კაპიტანიც გახლდათ.

Freddy Rincón: América De Cali - Corinthians - Real Madrid - Napoli - Colombia #60 - YouTube

Freddy Rincon's wake attracted many mourners, including fans and ex-team-mates