„ბილბაოს“ შემტევმა ინიაკი ვილიამსმა ზედიზედ 224-ე მატჩში ითამაშა.
არც ტრავმა, არც დისკვალიფიკაცია, არც არაფერი… ხომ შეიძლებოდა, მწვრთნელს ბოლომდე სათადარიგოებში დაეტოვებინა და არ ეთამაშებინა? არა, არა და არა.
ექვსი წელიადია, კაცს თამაში არ გაუცდენია. ვილიამსი 2015 წლიდან „ბილბაოშია“, იმ სეზონში კი 32 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასიც მიაყოლა.
ვარსკვლავობისა რა გითხრათ და კარგი ფეხბურთელია კია… 27 წლისაა. ესპანეთის ნაკრებში ერთხელ ათამაშეს, ისიც 6 წლის წინ. ინიაკი წარმოშობით განელია, მისი მშობლები 90-იანებში დასახლდნენ ბასკეთში.