The Manchester United forward went past 20 goals for the season and triggered a clause that paid him outკარიერის მესამოცე ჰეთ-თრიკმა კრიშტიანუ რონალდუს 850 000 გირვანქა მოუტანა.

პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა მიმდინარე სეზონში, პრემიერლიგაში უკვე მეორედ შეასრულა ჰეთ-თრიკი. ამჯერად ეს „ნორვიჩთან” შეხვედრაში მოხდა, რომელიც „მანჩესტერ იუნაიტედმა” 3:2 მოიგო.

შაბათს გატანილი სამი გოლის წყალობით, მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო მოთამაშემ ყველა შეჯიბრებაში ერთად 20-გოლიანი ზღურბლი გადალახა და აამოქმედა მისი კონტრაქტის ის პუნქტი, რომლის თანახმადაც ბონუსი ერგება. ბონუსი 750 000 გირვანქის ტოლია, რომელსაც ჰეთ-თრიკის 100 000 დაემატა.

თუმცა, ფულის ხვეტა თქვენ ახლა ნახეთ. ვინაიდან გოლების დათქმული რაოდენობა უკვე გატანილია, ამიერიდან, სეზონის ბოლომდე, 37 წლის ვეტერანი ყოველ შედეგიან დარტყმაში დამატებით 100 000-ს მიიღებს.

და თუკი რონალდუ მიმდინარე სეზონში „იუნაიტედის” საუკეთესო ბომბარდირი გახდება (რაც ალბათ ასეც იქნება), როგორც „სანი” წერს, 1 მილიონსაც გამოჰკრავს ხელს.

გეგონათ რონალდუს გამდიდრების ამბავი ამით დამთავრდა? ნურას უკაცრავად. კონტრაქტში 30-გოლიანი ბარიერიც არის გათვალისწინებული, რომლის გადალახვის შემთხვევაში 2016 წლის ევროპის ჩემპიონი მონაგარს 2,75 მილიონსაც დაამატებს.