Liverpool FC - Liverpool Men's Player of the Month in February„ლივერპულმა“ „კარაბაოს თასი“ უკვე მოიგო, წინ კი სხვა ტიტულებია და მერსისაიდელებს ყველა გათამაშებაში აქვთ წარმატების შანსი.

კლოპის გუნდმა როცა „ჩელსი“ პენალტების სერიაში დაამარცხა, მაშინ ოთხ ტიტულზე საუბარი არც იყო: „სიტი“ პრემიერლიგას დამაჯერებლად ლიდერობდა, ხოლო FA Cup-ზე კლოპი და მისი შეგირდები ფინალამდე ვერც აღწევდნენ. თუმც ახლა…

FA Cup-ის ნახევარფინალში, „ლივერპულმა“ „სიტი“ 3:2 დაამარცხა და ფინალში გავიდა. ლივერპულელებმა ბოლოს ეს თასი 2005-06 წლებში მოიგეს, როცა ფინალში „ვესტ ჰემს“ აჯობეს.

ჩემპიონთა ლიგის მოგებამდე სამი მატჩია დარჩენილი – „ლივერპულს“ ნახევარფინალში „ვილიარეალი“ ჰყავს და დიდი ეჭვია „ბაიერნის“, „იუვენტუსის“ და „მანჩესტერის“ დამმარცხებლები ძლევამოსილ სვლას სწორედ კლოპის ბიჭებთან დაასრულებენ.

პრემიერლიგაში საქმე შედარებით რთულადაა, თუმც შანსი იქაც არის – „სიტის“ ერთი წაბორძიკება „ლივერპულის“ ჩემპიონობას ნიშნავს. მხოლოდ გასათვალისწინებელია, რომ პეპ გვარდიოლას დარჩენილი მატჩების შედარებით იოლი კალენდარი აქვს.

ბოლოს კი ის გუნდები ჩამოვთვალოთ, რომლებმაც სეზონი ოთხი ტიტულით დაამთავრეს:

Jürgen Klopp plays down talk of Liverpool winning 'crazy' quadruple | Liverpool | The Guardianსელტიკი (1966 – 1967 წ.წ.) – ჩემპიონთა თასი, შოტლანდიის თასი, გლაზგოს თასი, ლიგის თასი.
ბაიერნი (2012 – 2013) –  ჩემპიონთა ლიგა, ბუნდესლიგა, გერმანიის თასი, გერმანიის სუპერთასი)
ბარსელონა (2015 – 2016) – ლა ლიგა, უეფას სუპერთასი, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი, ესპანეთის თასი
პსჟ (2014 – 2015, 2015 – 2016, 2016 – 2017) – ლიგა 1, საფრანგეთის სუპერთასი,  საფრანგეთის თასი, ლიგის თასი
რეალი (2017 – 2018) – ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი, საკლუბო ჩემპიონატი, ესპანეთის თასი
ბაიერნი (2019 – 2020) –   ჩემპიონთა ლიგა, ბუნდესლიგა, გერმანიის თასი, საკლუბო ჩემპიონატი

„ლივერპულს“ შანსი აქ სეზონში ოთხი ტიტული მომგები მე-6 კლუბი გახდეს.