I'm Interested in the Club World Cup, Not the Superleague' - FIFA President  Responds To Reports About a European Premier League - PSG TalkFIFA-ს პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს იდეები არ ასვენებს. ჯერ იყო და, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის შეფი მონდიალის ორ წელიწადში ერთხელ ჩატარების იდეით გამოვიდა, ახლა კი უკვე სამწლიან ციკლზე ფიქრობს.

საქმე ის არის, რომ ინფატინოს თავდაპირველი გეგმა დაუწუნეს. წინააღმდეგი ევროპისა და სამხრეთ ამერიკის კონფედერაციები წავიდნენ. უარზე იყვნენ ფეხბურთელებიც.

ინფნატინოს ახალი იდეა ასეთია: 3-წლიანი ციკლი მსოფლიოს განახლებული საკლუბო ჩემპიონატით დაიწყება და 24 გუნდი ითამაშებს; მეორე წელს ჩატარდება კონტინენტთა ჩემპიონატები; მესამე წელს კი მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება…

თუ ასე მოხდა, მაშინ ევროპული ფეხბურთის ბევრი უნდა შეიცვალოს, სხვა შემთხვევაში FIFA-ს მიერ ასე დაწყობილი კალენდარი აირევა…