Fans call for big changes at Manchester United after Europa League final loss to Villarreal – AllBallerZoneერიკ ტენ ჰაგს „მანჩესტერ იუნაიტედის” შეფები გაუოგნებია. მარტში, მანკუნიანელთა დირექტორები დარენ ფლეტჩერი და ჯონ მარტოუ ამსტერდამში ყოფილან, სადაც „აიაქსის” თავკაცს შეხვედრიან და უთხოვიათ დაესახელებინა პრიორიტეტული თემები, რომლებზეც ის მათი გუნდის მწვრთნელად გახდომის შემთხვევაში იმუშავებს. „სანი” წერს, რომ ახლაღა შეიტყო, თუ რა საკითხები ჩამოუთვალა ტენ ჰაგმა „იუნაიტედის” დირექტორებს. ჰოლანდიელს იმდენი პრობლემა დაუსახელებია, რომ ფლეტჩერი და მარტოუ სახტად დარჩენილან.

ინგლისურ გაზეთს „მანჩესტერ იუნაიტედის” მავანმა მაღალი საფეხურის თანამშრომელმა უთხრა, რომ რეალურად დირექტორებმა კი არ დაუსვეს კითხვები ტენ ჰაგს, ტენ ჰაგმა დაუსვა კითხვები დირექტორებს.

როდესაც ფლეტჩერსა და მარტოუს მოუსმინა, „იუნაიტედის” აღმასრულებელმა შეფმა რიჩარდ არნოლდმა გადაწყვიტა თავად გამგზავრებულიყო ჰოლანდიას და მომავალ მწვრთნელს პირისპირ შეხვედროდა.

ტენ ჰაგს მანჩესტერული კლუბის ხელმძღვანელებისთვის ყველაზე მეტად სელექცია დაუწუნებია — ეგრეთწოდებული სკაუტინგისა და ახალ ფეხბურთელთა შერჩევა-აყვანის პოლიტიკა. ფაქტია: „მანჩესტერ იუნაიტედმა” ლეგენდარული სერ ალექს ფერგიუსონის წასვლის შემდეგ,  ცხრა წელიწადში დაახლოებით მილიარდი გირვანქა დახარჯა, მაგრამ ბოლო ოცდაათ წელიწადში ყველაზე სავალალო დღეშია.

ტენ ჰაგთან გასაუბრების შემდეგ „იუნაიტედის” დაზაფრულ დირექტორებს ჯერ გადაუწყვეტიათ სანამ პასუხს იტყოდნენ ცოტა ხანი ემსჯელათ, მაგრამ ჰოლანდიელის პირდაპირობით მოხიბლულებს გადაწყვეტილება მალევე შეუცვლიათ და მის სამსახურში აყვანაზე დაუწყიათ ზრუნვა.

ტენ ჰაგთან გასაუბრებამ ცხადყო ერთი რამ: მას არ უნდა სრული ძალაუფლება, როგორსაც თავის დროზე ლუი ვან გაალი და ჟოზე მოურინიუ ითხოვდნენ. სამაგიეროდ, მან მკაფიოდ თქვა, რომ გუნდში ურთიერთობები არ არის ჯანსაღი და ამას მიხედვა უნდა.

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ერიკ ტენ ჰაგს „ოლდ ტრეფორდის” წარმომადგენლებმა ამსტერდამში რამდენჯერმე ჩააკითხეს, სხვა კანდიდატს მაურისიო პოჩეტინოს კი ზუმით ელაპარაკნენ. არგენტინელთან გასაუბრებამ ასეთივე კარგი შეგედი არ მოიტანა.

ჯერ ერთი, ამ გასაუბრებას „მანჩესტერ იუნაიტედსა” და პოჩეტინოს ახლანდელ კლუბს „პარი სენ ჟერმენს” შორის ურთიერთობის დაძაბვა მოჰყვა. პარიზელებს არ მოეწონათ, რომ ინგლისელებმა მათ მწვრთნელთან ურთიერთობა გააბეს, მითუფრო, რომ ის მათ შორთ-ლისტში სულაც არ იყო პირველ ადგილზე.

გარდა ამისა, თავად პოჩეტინომ ფულის მოთხოვნით დაიწყო. მან „იუნაიტედის” ბოსებს დიდ თანხებზე გაუბა ლაპარაკი, რაც მისი აზრით გუნდის „კაპიტალური რემონტისთვის” არის საჭირო. და ბოლოს, პსჟ-მ მწვრთნელში, რომელსაც ისედაც გაშვებას უპირებს, დიდძალი ფული მოითხოვა.

„აიაქსი” ამასობაში ტენ ჰაგის გაშვებას არ უარობს და 2 მილიონზეც თანახმაა.

შემდეგი გარემოება, რომელმაც „მანჩესტერ იუნაიტედის” ცხოვრებაში შეიძლება  კორექტივები შეიტანოს, ასეთია: „იუნაიტედი” მიმდინარე სეზონში ცუდად თამაშობს და სრულიად შესაძლებელია, რომ მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგის კი არა, საერთოდ ევროთასების გარეშე დარჩეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ ზაფხულს ცნობილ ფეხბურთელთა შორის „ოლდ ტრეფორდზე” გადასვლის მსურველებს ძნელად თუ მონახავს კაცი. გამოდის, რომ ლაპარაკი იქნება არსებული მოთამაშეებისგან (უფრო სწორედ მათგან, ვინც არ გაიქცევა) გუნდის შეკვრაზე.

Five things we learned as Manchester United lose 2-0 to Manchester Cityტენ ჰაგის თანამდებობაზე დანიშვნის შემთხვევაში ფერგიუსონის შემდგომი ეპოქის მწვრთნელთა ჩამონათვალი ასეთი გახდება: დევიდ მოიესი, ლუი ვან გაალი, ჟოზე მოურინიუ, ოლე-გუნარ სულშერი და ტენ ჰაგი. გარდა ამისა, იყვნენ რაიან გიგზი და მაიკლ ქერიკი რომლებიც სხვადასხვა დროს ახალი მწვრთნელის დანიშვნამდე რამდენიმე შეხვედრით გაუძღვნენ გუნდს. ახლა კი „მანჩესტერ იუნაიტედს” ხელმძღვანელობს რალფ რანგნიკი, რომელსაც ოფიციალურად უჭირავს დროებითი მწვრთნელის თანამდებობა.

„იუნაიტედი” ტენ ჰაგის მწვრთნელად დანიშვნის ამბავს ნიდერლანდების თასის ფინალის შემდეგ აპირებს — კვირას „აიაქსი” „პსვ ეინდჰოვენს” ხვდება.

ამსტერდამელებს ჰოლანდიის ჩემპიონატში ხუთი ტური აქვს დარჩენილი, იმავე „პსვ-ს” 4 ქულით უსწრებს. თუ „აიაქსი” ჩემპიონი გახდება, ეს იქნება ზედიზედ მესამე ტიტული ტენ ჰაგის ხელში.