ინგლისში დაიწერა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი” „პრინციპულად და სიტყვიერად” შეუთანხმდა „აიაქსის” მწვრთნელს ეტიკ ტენ ჰაგს და ის ინგლისური გუნდის მომავალი თავკაცი გახდება. აქამდე ცნობილი იყო, რომ ჰოლანდიელი მანკუნიანელთა მიერ შერჩეულ კანდიდატთა შორთ ლისტში ლიდერობდა. ზაფხულში ტენ ჰაგი გერმანელი რალფ რანგნიკის პოზიციას დაიკავებს.

Erik ten Hag's appointment at Man Utd is set to be confirmed next weekამბობენ, რომ ტენ ჰაგმა „იუნაიტედის” შეფებს მომავლის ხედვით მოაწონა თავი. ახლა, როგორც ჟურნალისტი დევიდ ორნსტეინი წერს, მხარეები უკვე შეუთანხმდნენ ერთმანეთს. ამიერიდან „ოლდ ტრეფორდის” დირექტორატს „აიაქსთანღა” დარჩა საქმე გასარკვევი.

რაც შეეხება მანჩესტერელების შეთანხმებას ტენ ჰაგთან, ორნსტეინი ამბობს, რომ  საქმე ეხება ოთხწლიან თანამშრომლობას. რანგნიკი, როგორც ნათქვამი იყო, მრჩეველის თანამდებობაზე გადავა.

ტენ ჰაგის დანიშვნის ამბავს ინგლისის ოცგზის ჩემპიონი ნიდერლანდების თასის ფინალის შემდეგ გამოაცხადებს. ფინალში, კვირას, „აიაქსი” „პსვ ეინდჰოვენს” ხვდება.

მიუხედავად იმისა, რომ „აიაქსმა” ინგლისელ ჟურნალისტებს მათ მწვრთნელთან შეხვედრა აუკრძალა, 52 წლის ტენ ჰაგს ამასწინათ მომავლზე მაინც მოუხდა პასუხის გაცემა, თუმცა იქვე კატეგორიულად განაცხადა, რომ ამიერიდან მხოლოდ „აიაქზე” ილაპარაკებს.