Secret Balance of Champions': Van Basten launches athlete book - FIFPRO World Players' Unionმარკო ვან ბასტენმა ზედმეტად დაცვითი ტაქტიკის გამო დიეგო სიმეონე გააკრიტიკა. წარსულში ცნობილმა ნიდერლანდელმა სუპერფორვარდმა აღნიშნა, რომ ასეთ ტაქტიკას მომავალი არ აქვს და მხოლოდ დღევანდელობაზეა მორგებული.

„რასაც „ატლეტიკო“ თამაშობს, დაშვებულია, მაგრამ გაკვირვებული ვარ, რომ არსებობს გუნდი, რომელიც 90 წუთის განმავლობაში მხოლოდ იმას ცდილობს, გოლი არ გაუშვას“.

ვან ბასტენმა დაამატა, რომ „ატლეტიკოს“ თამაშის დროს ტელევიზორის სხვაგან გადართვა სჯობს:

„Netflix-ზე, ან სადმე სხვაგან… ვერავის დააბრალებ. მწვრთნელს ნებისმიერი თამაშის არჩევა შეუძლია, უბრალოდ არასასიამოვნოა, რომ ჟოაო ფელიშისა და გრიზმანის სტილის ფეხბურთელები დაცვაში დარბიან“.