Can We Just Talk About That 'Outside Of The Boot' Pass From Luka Modric For  Rodrygo's Goalტიერი ანრიმ და ჯეიმი კარაგერმა ერთად წაიყვანეს რეპორტაჟი „რეალი“ – ჩელსი“…

ანრიმ, მოდრიჩის გენიალური საგოლე პასის მერე ემოციურად თქვა:

„ეს კაცი ლამის 50 წლისაა. რას აკეთებს ისეთს, რომ მსგავს ამბებს ატრიალებს მინდორზე? გამოიკვლიეთ. დაუჯერებელია“.

კარაგერი ანრის დაეთანხმა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მაგარი პასი იყო, რაც კი ოდესმე უნახავს.

„მოდრიჩი ცნობილია ასეთი გადაცემებით, მაგრამ ეს რაღაც არა ამქვეყნიური იყო. გარე ტერფით დაასვა ბურთი როდრიგოს. ასეთი მომენტები ცვლის თამაშის ხასიათს და წყვეტს გამარჯვებულის ბედს. ჩემპიონთა ლიგა ხშირად გვაჩვენებს საოცარ მომენტებს“.