Paper Round: Thomas Tuchel, Carlo Ancelotti, Sean Dyche – Everton's big decision - Eurosport„ჩელსი“ – „რეალი“ 1:3… ეს ვნახეთ, საპასუხო მატჩი კი დღეს მადრიდშია და ორივე გუნდის მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

თომას ტუხელმა აღნიშნა, რომ მის გუნდს გასვლის მცირე შანსი დარჩა. რა არის ეს? ეშმაკობა თუ რეალობა? შესაძლოა, ორივე. ობიექტურადაც რომ შევხედოთ, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ორბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა სასწაულის ტოლფასი იქნება.

რაც შეეხება ანჩელოტის, მან ტუხელის სიტყვებზეც გააკეთა მცირე კომენტარი და იტალიის ნაკრების გაწვრთნის პერსპექტივაზეც:

„ტუხელმა თქვა, რომ მათთვის ამ ეტაპის მოტრიალება წარმოუდგენელია? ვერ გეტყვით, ყველას თავისი აზრი აქვს. მე კი მგონია, რომ აქ მოსაგებად ჩამოვიდოდნენ.

…იტალიის ნაკრები? ამაზე მიფიქრია, მაგრამ ზოგადად კლუბში ყოველდღიური მუშაობა უფრო  მომწონს. სანამ არ გადავიფიქრებ, სულ კლუბებს გავწვრთნი. წელიწადში მხოლოდ 3 მატჩში გამოსვლა არ მსურს“.