Bayern Munich star Robert Lewandowski on Chelsea radar as Tottenham reach player agreement - Mirror Online„ბაიერნის“ თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი, დიდი ალბათობით, კარიერას ესპანეთში გააგრძელებს. პოლონელები ამბობენ, რომ 33 წლის რობერტმა უკვე შეათანხმა კატალონიურ კლუბთან სამწლიანი და ბევრმილიონიანი კონტრაქტის პირობები.

თურმე, „ბარსელონას“ შეთავაზება ყველაზე უკეთესი გამოდგა მათგან, რომლებიც ბოლო დროს ფეხბურთელმა მიიღო. მისი წარმომადგენელი ასევე „მანჩესტერ სიტისთან,“ „პარი სენ-ჟერმენთან“ და „ლივერპულთან“ საუბრობდა.

„ბაიერნიდან“ მისი შესაძლო წასვლის მიზეზი კი ის არის, რომ მიუნხენურმა კლუბმა ხელშეკრულების გაგრძელება მხოლოდ ერთი წლით შესთავაზა. არადა, პოლონელი უფრო ხანგრძლივს ითხოვს. კლუბთან არსებულ კონტრაქტს ვადა 2023 წლის ზაფხულში ეწურება.

მიმდინარე სეზონის 28 ბუნდესლიგურ შეხვედრაში, პოლონელმა შემტევმა, 31 ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე პასი გააკეთა.