ზაზა ფაჩულიას 15-წლიანი რეკორდი 11 აპრილიდან სანდრო მამუკელაშვილის საკუთრებაა. საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა 2007 წელს „ვაშინგტონს“ 27 ქულა ჩაუგდო, მამუკელაშვილმა კი, ეს ნიშნული 28-მდე აიყვანა.
გასული სეზონის ჩემპიონი „მილუოკი“ რეგულარული სეზონის ბოლო მატჩში „კლივლენდს“ ესტუმრა და 115:133 წააგო. მატჩი მილუოკელთათვის არაფერს ცვლიდა და მწვრთნელმა ის კალათბურთელები დატვირთა, რომლებსაც სეზონის მანძილზე დიდი დრო არ ეძლეოდა. ასე მოხვდა მამუკელაშვილი სასტარტო ხუთეულში იყო.
ჩვენებურმა პარკეტზე 43 წუთი გაატარა და პირველი ორმაგი დუბლიც შეასრულა.
მამუკელაშვილმა 28 ქულა, 13 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მოინაგრა. სანდრომ 13-დან რვა ორქულიანი, ხუთიდან ორი სამქულიანი და ექვსივე საჯარიმო ჩააგდო. პასივში ბურთის ორჯერ დაკარგვა და ამდენივე პერსონალური ჯარიმა ჰქონდა.
„მილუოკი“ 51 მოგებათ და 31 მარცხით გავიდა ფლეი ოფში, სადაც „ჩიკაგოს“ შეხვდება.