„დორტმუნდის“ ნორვეგიელი ფორვარდი ერლინგ ჰოლანდი ბოლო პერიოდში ძველებურად შედეგიანი ვეღარ არის.
5 მატჩი გოლის გარეშე – ასეთი რამ გერმანიაში არ მოსვლია, თუმცა ისიცაა, რომ ამ 5 შეხვედრაში ყოველთვის სრული 90 წუთი ვერ ითამაშა. ნორვეგიელს ტრავმა ჰქონდა და წვრილ-წვრილმა დაზიანებებმა ბოლო ექვს თვეში ძალიან შეაწუხა.
სპეციალისტების ნაწილი ნაკლებშედეგიანობას სატრანსფერო ამბებსაც უკავშირებს: ჰოლანდი ჩემოდანზე ზის და ისეთი გულით ვეღარ თამაშობსო. ხან რომელ კლუბში „გადაჰყავთ“, ხან რომელში…
მარკო როზე („დორტმუნდის“ მწვრთნელი): „ერლინგის გოლების კლება მის საკლუბო მომავალთან კავშირში არაა. ფეხი აწუხებდა და მცირე დისკომფორტი კიდევ აქვს. ჰოლანდი მათ შორის არაა, რომლებიც ტკივილგამაყუჩებლებს ხმარობენ, მაგრამ „შტუტგარტთან“ ასე მოიქცა. ის მსოფლიო დონის თავდამსხმელია და დარწმუნებული ვარ, უგოლო სერია დროებითია“.