ქეიფთაუნიდან პორტ ელიზაბეთში გადაბარგებულმა „შავმა ლომმა“ ქარის თასის პირველი დივიზიონის ჩემპიონატში პირველად ითამაშა სამხრეთაფრიკული გუნდის წინააღმდეგ და საკმაოდ ეფექტურ გამარჯვებასაც მიაღწია.

ქართული სარაგბო ფრენჩაიზი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ჩემპიონატში წარმატებით თამაშობს – პირველ ტურში „ზიმბაბვე ჰოქსს“ იოლად აჯობა, ამ ჯერზე კი მეტოქე გაცილებით სერიოზული იყო – პორტ ელიზაბეთის „ისტერნ პროვინს ელეფანტსი“, რომელმაც ეპიზოდურად საკმაოდ კარგი დონის რაგბი ითამაშა, მაგრამ მთლიანობაში „შავ ლომს“ დიდი ვერაფერი დააკლო – ქართველებმა 25:22 მოიგეს.

No description available.წესით, ანგარიშში სხავობა უფრო დიდიც უნდა ყოფილიყო, მაგრამ გასატანი ვერ გავიტანეთ და არგასაშვებიც გავუშვით, რამაც შედეგად მინიმალური უპირატესობით მოგება დააფიქსირა.

პირველი ტურის მატჩისგან განსხვავებით, ამჯერად გიორგი ბაბუნაშვილი ნებისმიერი პოზიციიდან შეუცდომლად ურტყამდა და 25 ქულიდან 10 სწორედ მისი ჩუბინობის ნაყოფია. თუმცა, მარტო გიოს კი არ დაუგროვებია ამდენი ქულა – იგივე შეძლო დებიუტანტმა გარემარბმა თეიმურაზ ჭიჭინაძემ, რომელმაც ორჯერ ჩართო თავისი რეაქტიული ძრავა და ისე გაექცა მდევრებს, აკა ტაბუცაძეს თუ შეადარებდა კაცი. საფრანგეთის სკოლაგამოვლილმა ჭიჭინაძემ 2 ლელო მიითვალა, ერთხელ კი მიშა ბაბუნაშვილმა იყოჩაღა, რომელმაც „ლომის“ მრავალსვლიანი შეტევა დააბოლოვა.

სხვათა შორის, ჩვენი გუნდი დიდი უპირატესობით იგებდა, მაგრამ ბოლოს გამარჯვების შესანარჩუნებლად მასპინძელთა მხრიდან დიდი დაწოლის მოგერიება მოუხდა.

პორტ ელიზაბეთიდან „შავი ლომის“ ეს ნაწილი თბილისში ბრუნდება, სადაც დანარჩენებს, ძირითად ბირთვს შეუერთდება და 17 აპრილს „ავჭალაზე“ „ევროპის რაგბის“ სუპერთასის ნახევარფინალში ესპანურ „იბერიანსს“ დაუხვდება.