Manchester City vs Liverpool and a rivalry at the peak of the Premier League | The Independentრამდენიმე დღის წინ პეპ გვარდიოლამ „მანჩესტერ სიტისა“ და „ლივერპულის“ დაპირისპირება ესპანურ „ელ კლასიკოს“ შეადარა. ინგლისური „ელ კლასიკო“ შაბათს „ეტიჰედზე“ გაიმართება. ეს იქნება მატჩი რომელმაც, როგორც ამბობენ, პრემიერლიგის მიმდინარე ჩემპიონატის ბედი უნდა გადაწყვიტოს.

Table-topping Reds face biggest test of credentials – Liverpool vs. Man City Preview - Liverpool FC - This Is Anfield2017 წლის შემდეგ, როდესაც პეპმა პირველად მოიგო ინგლისის ჩემპიონის ტიტული, ქვეყანაში „სიტისა“ და „ლივერპულის“ ბატონობა დაიწყო. ხვალინდელ შეხვედრაზე დიდად არის დამოკიდებული, მაისში პრემიერლიგის თასს წითელი ზონრებით მორთავენ თუ ცისფერით.

Liverpool 2-2 Manchester City summary: score, goals, highlights | LaLiga 2021-22 - AS.comსეზონის დასაწყისში ხალხის ნაწილი ამბობდა, რომ საჩემპიონო ბრძოლაში შეიძლება „ჩელსი“ ან სულაც კრიშტიანუ რონალდუთი გაძლიერებული „მანჩესტერ იუნაიტედი“ ჩაბმულიყო, მაგრამ შეჯიბრების მსვლელობისას გამოჩნდა, რომ მათ შნო არ ჰქონდათ.

Liverpool vs Man City: Five things we learned from entertaining Anfield draw | The Independent30 ტურის შემდეგ 73 ქულით პირველ ადგილზე „სიტია“, ხოლო მეორეზე „ლივერპული“, რომელსაც 72 ქულა აქვს. მესამე ადგილზე მოდის ფრიად ჩამორჩენილი „ჩელსი“ — 59 ქულა.

ბოლო ოთხი სეზონია პრემიერლიგის ჩემპიონი ან „სიტი“ ხდება ან „ლივერპული“, ოღონდ… ოთხიდან სამჯერ მეტოქეს „სიტიმ” აჯობა.

მოდი, ქულები დავთვალოთ: ბოლო ოთხ სეზონში მანკუნიანელებმა დააგროვეს 338 ქულა, მერსისაიდელებმა კი 337.

მერე მოდის 264 ქულიანი „ჩელსი“, „არსენალს“ კი „ლივერპულზე“ ფაქტობრივად 100 ქულით ნაკლები აქვს მოხვეჭილი — 241.

სხვა სიტყვებით, ტოპ-ორი გუნდი დანარჩენებს ძალიან აღემატება. „ჩელსის“, „ტოტენჰემს“, „არსენალს“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ და მათნაირებს, რაღაც აქვთ მოსაფიქრებელი.

დღევანდელ მდგომარეობას ყველაზე მწარედ ალბათ „მანჩესტერ იუნაიტედი“ განიცდის. „სიტი“ და „ლივერპული“ ხომ მისი ძველთაძველი მოქიშპეები არიან. „სიტი“ გასაგებია, თანაქალაქელია, რომელსაც სერ ალექს ფერგიუსონი წლობით, დაცინვით „ხმაურიან მეზობლებს“ უწოდებდა, „ლივერპულთან“ კი „იუნაიტედს“ ისტორიული დავა აქვს — ვინ არის ინგლისის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი. მართლა ძნელი  უნდა იყოს ყოველ ტურში იმის ყურება, თუ როგორ ამყარებს ორი საძულველი გუნდი ახალ-ახალ რეკორდს, როგორ ამკვიდრებს ახალ-ახალ სტანდარტებს, მაშინ, როდესაც შენ ჯახირობ.

„სიტისა“ და „ლივერპულის“ შეხვედრებში მეტწილად მასპინძლები იმარჯვებენ. „ენფილდზე“ ყველაფერი ნათელია, მერსისაიდელებს უზარმაზარი უპირატესობა აქვთ, მაგრამ აბა, „ეტიჰედსაც“ დახედეთ: ბოლო 12 მატჩიდან „ლივერპულმა“ მხოლოდ ერთი მოიგო. ლაპარაკია 2015 წლიდან მოყოლებულ პერიოდზე.

ერთი სიტყვით, ათწლეულების განმავლობაში ამ ორ კლუბს სძულდა „იუნაიტედი“ და არ ადარდებდა ერთმანეთი, რაც 2011 წელს შეიცვალა: „სიტიმ“ ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა, „ლივერპული“ კი ამის გამო გარეთ დარჩა და გაბრაზდა, ეს ვინ მეტიჩარა გამოჩნდაო.

2013-14 წლების სეზონში „სიტი“ და „ლივერპული“ ტიტულისთვის დაუპირისპირდნენ ერთმანეთს — ეს ის წელია, სტივენ ჯერარდს „ჩელსისთან” შეხვედრაში ფეხი რომ დაუცდა და… ჩემპიონი „სიტი“ გახდა.

ორი წლის შემდეგ რაჰიმ სტერლინგი გადავიდა „ლივერპულიდან“ „მანჩესტერ სიტიში“ და მწარედ თქვა: „სიტიში“ იმიტომ მივდივარ, რომ ტიტულების მოგება მინდა.

ნაღდი ომი კი 2018 წელს დაიწყო, როდესაც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის წინ მერსისაიდელმა ფანებმა „სიტის“ ავტობუსს ფიზიკურად შეუტიეს. მანკუნიანელთა ყოფილი კაპიტანი ვინსენტ კომპანი ამბობს, რომ იმ დღემ ყველაფერი შეცვალა:

„აი, მაშინ გაიზარდა ქიშპი. იმ დღიდან „ლივერპული“ ჩვენი მთავარი მტერი გახდა“.

მას მერე ვითარება იძაბება და იძაბება. 2018-19 წლების ჩემპიონატში „სიტიმ“ „ლივერპულს“ ერთი ქულით აჯობა, რაც იურგენ კლოპის გუნდს არასდროს დაავიწყდება. და აი, სამი წლის შემდეგ ეს გუნდები კიდევ საჩემპიონო მატჩში ხვდებიან ერთმანეთს.