Matt Le Tissier offered himself for Southampton manager job | Daily Echo„საუთჰემპტონის“ ინგლისელ მეტ ლე ტისიეს პრორუსული განცხადების გამო მძლავრი კრიტიკა შეხვდა, რის გამოც გუნდიდან წასვლამ მოუწია…
ვინ არის ლე ტისიე? „საუთჰემტონის“ ლეგენდა და ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი გახლავთ, ტექნიკური თავდამსხმელი იყო 90-იანებში. ლე ტისიემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ტექსტი, უკრაინულ ბუჩაში მომხდარი ფაქტები ფალსიფიცირებულიაო, მოგვიანებით კი პოსტი წაშალა.
„მთელი ეს წლები „საუთჰემპტონის“ ელჩი ვიყავი, ჩემი შეხედულებები მქონდა და მაქვს, ამიტომაც ეს ნაბიჯი უნდა გადავდგა, რათა გაურკვევლობა თავიდან ავიცილო. წასვლა არანაირად არ შეცვლის „საუთჰემტონისადმი“ ჩემს სიყვარულს, ამ კლუბის ფანი მუდამ ვიქნები. თუმცა ვხედავ, რომ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებული ჩემი ხედვა გარკვეულწილად არ შეესაბამება კლუბისას, სადაც 16 წელიწადი, თითქმის მთელი კარიერა გავატარე“.