ბერგამოს „ატალანტას“ მწვრთნელმა ჯან პიერო გასპერინიმ ევროპა ლიგაზე „ლაიფციგთან“ თამაშის წინ აღნიშნა, არ დაგავიწყდეთ, იტალიის გუნდებს ეს თასი 1999 წლის მერე არ მოუგიათო.
შეგახსენებთ, ევროპა ლიგას 2009 წლამდე უეფას თასი ერქვა … და 1999 წელს „პარმამ“ მოიგო.
ჯანლუიჯი ბუფონი, ფაბიო კანავარო, ერნან კრესპო, ხუან სებასტიან ვერონი და სხვა ვარსკვლევები თამაშობდნენ მაშინ ალბერტო მალესანის გუნდში…
„23 წელიწადი გავიდა. წნეხში ყოფნა მომწონს კიდეც. „ლაიფციგის“ ეტაპს თუ გავივლით, ნახევარფინალი უკვე სერიოზული მიღწევა იქნება ჩვენთვის“.