მანჩესტერ იუნაიტედის, იუვენტუსისა და საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი პატრის ევრა, საზოგადოებაში თავის მომხიბლავ ქალთან, მარგო ალექსანდრასთან ერთად გამოჩნდა.

როგორც ვწერდით, 40 წლის პატრისს ახლა მოკრივეობა გადაუწყვეტავს და 30 აპრილს პირველად გავა რინგზე საჩვენებელ ბრძოლაში, ლონდონში, იუთუბის მოკრივის ადამ სალეჰის წინააღმდეგ. ცხადია, ტრიბუნიდან მას მგზნებარედ უქომაგებს პირმშვენიერი, სასურველი მარგო.
მარგო ალექსანდრა 14 წლით უმცროსი გახლავთ პატრისზე. ანუ 26 წლისაა. დანიელი მოდელი, ინფლუენსერი და თქვენ წარმოიდგინეთ, კასკადიორიცაა. დიდი ყაჩაღანა ვინმეა.
ისინი 2020 წლიდან ურთიერთობენ და შარშან პატარა ბიჭუნაც შეეძინათ.






