„მანჩესტერ სიტის“ თავკაცი ხოსეპ გვარდიოლა, შესაძლოა, ბრაზილიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნოს.
ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის ოფისში გვარდიოლა „სელესაოს“ თავკაცობის იდეალურ კანდიდატად მიაჩნიათ. ოღონდ წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატის დამთავრების შემდეგ, როცა ახლანდელ დამრიგებელ ტიტეს, კონტრაქტის ვადა ამოეწურება (2022 წლის 31 დეკემბერს).
წყაროს ცნობით, ბრაზილიიდან უკვე დაუკავშირდნენ ესპანელ სპეციალისტსა და მის წარმომადგენლებს. კონკრეტული ციფრებიც დაუსახელეს: კონტრაქტი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩათვლით და ჯამაგირი წელიწადში 12 მილიონი ევრო.