შეიძლება იყოს 5 ადამიანი, ადამიანები თამაშობენ ფეხცურთს და შენობის გარეთ-(ი)ს გამოსახულებახვიჩა

2 აპრილს, ეროვნულ ჩემპიონატის მე-6 ტურში, „ბათუმში“ ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი შედგა. 21 წლის ხვიჩას საქართველოს ჩემპიონატში ადრეც უთამაშია, 2017-18 წლებში, როცა სულაც პირტიტველა, თბილისის „დინამოს,“ შემდეგ კი „რუსთავის“ ღირსებას იცავდა. სულ 22 შეხვედრა მოუგროვდა –  18 „რუსთავში,“ 4 „დინამოში.“

შაბათს მან 23-ედ მოირგო ქართული კლუბის მაისურა. 46-ე წუთზე გიორგი ფანცულაია შეცვალა. ხვიჩამ გუნდთან ერთად პირველად წინა დღეს ივარჯიშა და ცხადია, ბევრს ვერ მოვთხოვდით. საკმაოდ აქტიურად ჩაერთო თამაშში, კარშიც დაარტყა, ზუსტი პასიც გამოუვიდა და წაკინკლავებაც მოასწრო.

ბათუმის სტადიონი თითქმის სავსე იყო, რაც ჩვენი ჩემპიონატისთვის იშვიათი შემთხვევაა. საერთოდ, ბათუმელი ქომაგის გამორჩეულობა ცნობილია და შეიძლება ტრიბუნებზე სიხალვათე არც უხვიჩოდ ყოფილიყო, მაგრამ ამჯერად განსაკუთებული შემთხვევა გახლდათ. ჩვენი ვარაუდის დასტურად ერთ ეპიზოდს მოვიტანთ: როცა პირველი ტაიმის მიწურულს, ხვიჩა რამდენიმე თანაგუნდელთან ერთად კარს უკან მოსათელად გაემართა, ტრიბუნებზე მაშინვე  ხმაური ატყდა, სასიამოვნო მოლოდინის ხმაური.

კვარაცხელიამ ზღვისპირელებთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და ბათუმელებს ზაფხულში ევროთასებზეც დაეხმრება. შემდეგ კი, სავარაუდოდ, იტალიაში გააგრძელებს კარიერას.

ხვიჩას  საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნება გამორჩეული ამბავია. მთავარი კი ის არის, რომ რუსეთს მოშორდა და ახლა უფრო მშვიდად იგრძობს თავს. თორემ შარშანდელმა რუბინულმა სატრანსფერო საგამ სადამდეც მიიყვანა, კარგად გვახსოვს. თვეები დასჭირდა გონზე მოსასვლელად.

„ბათუმმა“ „თელავს“ 33-ე წუთზე ვლადიმერ მაუჩაშვილის მიერ გატანილი პენალტის წყალობით მოუგო.

შედევრი

თბილისურ დერბიში „დინამოს“ „ლოკომოტივთან“ გაუჭირდა, მაგრამ ბოლოს მაინც იძალა. განსაკუთრებით დინამოელთა გამარჯვების გოლს გამოვარჩევდით, რომელიც თორნიკე კირკიტაძემ დმიტრი ანტილევსკის ფანტასტიკური გადაცემის შემდეგ გაიტანა.

ბელარუსმა საყრდენი მარცხენა ფეხის უკნიდან მარჯვენა ფეხის ჭვინტით „აუწია“ ბურთი კირკიტაძეს და ამანაც ახლო ცხრიანში დაარტყა. ასეთი პასები სამხრეთამერიკელმა ფეხბურთელებმა იციან ხოლმე. კირკიტაძეს კი გოლი არ აღუნიშნავს. ის ხომ ამ სეზონში დინამოელებს სწორედ „ლოკომოტივიდან“ შეუერთდა.

გაუგებარი „ტორპედო“

ისევ წააგო „ტორპედომ.“ ამჯერად იმერულ დერბიში „სამგურალთან.“ ქუთათური ქომაგები ისევ შემოსწყრნენ გია ცეცაძეს. მეორე გოლის შემდეგ მავარ მწვრთნელსა და ადგილობრივ გულშემატკივრებს შორის ინციდენტიც მოხდა. ცეცაძეს მსაჯმა წითელი ბარათი უჩვენა. ცხადია, ასეთი ეპიზოდები არ ალამაზებს ჩვენს ჩემპიონატს.

ალბათ ქომაგებსაც მეტი თავშეკავება მართებთ. მაგრამ ფაქტია, თავიდანვე აითვალწუნეს ეს კაცი. არ ენდობიან.

გვარების მიხედვით „ტორპედოს“ ლიგაში ლამის ყველაზე მჭექარე შემადგელობა ჰყავს, მაგრამ თამაში ჯერ არ ჩანს. „სამგურალმაც“ უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა და დამსახურებულად გაიმარჯვა.

შეიძლება იყოს ერთი ან მეტი ადამიანი, ადამიანები სპორტით არიან დაკავებული და შენობის გარეთ-(ი)ს გამოსახულებაკლუბის ხელმძღვანელობა ჯერჯერობით ცეცაძეს მხარს უჭერს და მუშაობას აცლის. ვნახოთ… აღსანიშნავია, რომ ქუთაისელთა რიგებში დებიუტი ჰქონდა გიორგი არაბიძეს. ხოლო წყალტუბოელებს ტრავმის შემდეგ შარშანდელი ლიდერი, სერგო კუხიანიძე დაუბრუნდა.

სხვა

„დილამ“ არცთუ სანახაობრივ მატჩში „საბურათალოს“ მინიმალური ანგარიშით სძლია და ლიდერს ერთი ქულით ჩამორჩება, თუმცა თამაშით ნაკლები ჩაატარა. ეს გორელთა ზედიზედ მესამე გამარჯვება გახლდათ.

„სიონმა“ კი მიმდინარე სეზონში პირველად მოიგო. წლეულს ელიტაში მასთან ერთად აღზევებულ „გაგრას“ აჯობა – 2:1. შეხვედრის ანტიგმირი გაგრელთა მცველი, ვასილ ხოსიტაშვილი გახდა, რომელმაც ჯერ პენალტი ვერ გაიტანა, შემდეგ კი გააძევეს და სტუმრებს ტაიმზე მეტ ხანს რიცხობრივ უმცირესობაში მოუწიათ ბრძოლა.

ტორპედო 0:2 სამგურალი

0:1 პატარკაციშვილი (14), 0:2 მაისაშვილი (36)

ბათუმი 1:0 თელავი

1:0 მამუჩაშვილი (33 პენეს გორელთა ზედიზედ მესამე გამარჯვება გახლდათ)

დილა 1:0 საბურთალო

1:0 ღუდუშაური (80)

გაძევება: ჩადუნელი (87) – საბურთალო

დინამო 2:1 ლოკომოტივი

1:0 ანტილევსკი (28), 1:1 ბუიღლიშვილი (42), 2:1 კირკიტაძე (65)

სიონი 2:1 გაგრა

1:0 ხორხელი (13), 1:1 ვაწაძე (37), 2:1 კორიფაძე (86)

მე-18 წუთზე ხოსიტაშვილმა ვერ გაიტანა პენალტი

გაძევება: ხოსიტაშვილი (39)  – გაგრა

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
დინამო35238471:2877
ბათუმი35237585:32 76
სამგურალი351512855:4157
დილა351681145:3556
ტორპედო351581246:4653
საბურთალო351381451:4847
თელავი357171328:3636
გაგრა35991735:5536
სიონი357121633:5833
ლოკომოტივი35152926:968

მეგოლეები: ჯოვინო ფლამარიონი, ირაკლი ბიძინაშვილი (ორივე – ბათუმი) – 4, მათე ვაწაძე (გაგრა), ირაკლი რუხაძე (სამგურალი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (ბათუმი) – 3