Oliver Holt joins Mail on Sunday as chief sports writer | Daily Mail Onlineყატარში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატს მუდმივად აკრიტიკებენ, მაგრამ Daily Mail-ის ჟურნალისტმა ოლივერ ჰოლტმა, ყატარსაც და FIFA-საც გვარიანი სილა გააწნა.

„ინფანტინომ განაცხადა, რომ საუკეთესო მსოფლიო ჩემპიონატი გველის. თუმცა, ასე არ იქნება. ეს არის მოპარული 200 მილიარდი გირვანქა. ამას უკვე ვეღარ გავექცევით და აბსურდი რეალობად იქცევა. ჩემპიონატი გაიმართება ქვეყანაში, რომელიც ლონდონზე პატარაა. ეს იმიტომ, რომ 12 წლის წინ არ გვეყო სითამამე, რათა FIFA-ს თაღლითებისთვის და შარლატანებისთვის უარი გვეთქვა, როდესაც ყატარს მასპინძლობის უფლება მისცეს.

საუკეთესო ჩემპიონატი? ძალიან გთხოვთ… ეს მონდიალი ჩანასახშივე გაფუჭდა. ის ქრთამის ბრალდებებითა და კორუფციით დაიბადა. თითქოს დაგვავიწყდა, რომ ყატარის მონდიალმა უფლება ყველაზე გამყიდველი ამომრჩევლით მიიღო. 2010 წელს FIFA-ს 22-მა ხელმძღვანელმა ყატარში ჩატარებას ხმა მისცა. მათგან 16-ს სამსახური დაატოვებინეს ისე, რომ ბრადებულნი იყვნენ კორუფციაში, თაღლითობაში და ეთიკის კოდექსის დარღვევაში. მონდიალი გაფუჭებულია ინფრასტრუქტურის კუთხითაც. ყატარის სტადიონები სისხლით არის აშენებული. ინდოეთიდან, პაკისტანიდან, ბანგლადეშიდან, ნეპალიდან და შრი ლანკადან 6,5 ათასი ადამიანი დაიღუპა.

ამბობენ იმასაც, რომ მსოფლიო ჩემპიონატი ყველასია. თუმცა, ასე არ არის – FIFA გვთხოვს, რომ არ ჩავიდეთ იმ შტატში, სადაც LGBT ადამიანებს თავს ესხმიან. ამის მერე როგორ დავიჯეროთ, რომ ყატარში საფეხბურთო ფესტივალი მთელი მსოფლიოსია?“, – დაწერა ჰოლტმა.

Black History Month: Disaster at Ellis Park - Stars and Stripes FC

 

წილი
წინა სტატიაჟინოლა: კეინი მარადონაა
შემდეგი სტატიაშიშველი ხორვატის დაბრუნება
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...